workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”რეალი” საჯარიმო სანქციების გატარებას ითხოვს

”რეალი” საჯარიმო სანქციების გატარებას ითხოვს

”უეფას” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარ-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის ”რეალმა” საჯარიმო სანქციების გატარება მოითხოვა ”ბარსელონას” მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას და ექვსი ფეხბურთელის მიმართ, იტყობინება Sport.es.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გრანდის წარმომადგენლებმა გაუგზავნეს ოფიციალური წერილი ”უეფას” დისციპლინარულ კომიტეტს. თავის მხრივ კატალონიელები სანქციების გატარებას მოითხოვენ ”რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ”უეფა” გადაწყვეტილებებს ”ბარსელონას” სასრგებლოდ იღებს.

რაც შეეხება ”სამეფო კლუბს”, ისინი ”უეფასგან” მოითხოვენ დანიელ ალვესის, პედრო როდრიგესისა და სერხიო ბუსკეტსისთვის ორ მატჩიან დისკვალიფიკაციას, მათი არასპორტული საქციელის გამო. მადრიდელების თმით, სერხიო ბუსკეტსმა რასისტული განცხადებები გააკეთა მარსელო ჟუნიორის მისამართით. რაც შეეხება ხოსე მანუელ პინტოს, ვიქტორ ვალდესსა და სეიდუ კეიტას, ”თეთრები” მათთვის ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციას ითხოვენ.

გარდა ამისა, ”რეალის წარომადგენლები პეპ გვარდიოლას დასჯასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით ”ბარსელონას” ფეხბურთელების ქმედებები გამოწვეული იყო უშუალოდ გვარდიოლას დავალებით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward