ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო, მარტის დასაწყისში პასპორტის გაყალბების გამო დააკავეს.
“ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ პარაგვაის ციხეში გამართულ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობა უკვე მიიღო, ახლა კი, სასამართლომდე დრო ახალი საქმიანობით გაჰყავს.
ESPN-ის ცნობით, რონალდინიო ახლა დურგალია და სხვა პატიმრებთან ერთად მუშაობს.
დაცვის მხარე, რონალდინიოს გათავისუფლებისთვის, გირაოს სახით 1.6 მილიონი დოლარის გადახდაზე იყო თანახმა, მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.




ასეთი ნიჭის პატრონი დღეს სუნიან პარაგვაის ციხეში დურგალია.
ბრაზილიელები ღმერთმა ფეხბურთისადმი დიდი ნიჭით დააჯილდოვა, მაგრამ ტვინი წაართვა.
არ მიყვარს თავის ესე გატუტუცება ამხელა წარსულით და ამხელა კარიერის მქონე ტიპებიდან
ერთი ლიგის თასი გამოგვითალოს თორე ძაან დავიღალე ლოდინით😂😂😂😂
საოცარი კაცი რონალდინიო