ხვალ, ”კამპ ნოუზე” გაიმართება ”უეფას” ჩემპიონათა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს კატალონიის ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრის განსჯა ”უეფამ” ბელგიელ მსაჯს, ფრანკ დე ბლეკერეს ანდო.
დე ბლეკერეს სამწვრთნელო კარიერა 1984 წელს დაიწყო, ხოლო ”ფიფას” არბიტრების სიაში ის 1998 წელს შევიდა. ”ფიფამ” მას 2006 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატებისა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატების მატჩების განსჯა ანდო.
ფრანკ დე ბლეკერემ განსაჯა ჩემპიონთა ლიგის 47 მატჩი. აღნიშნულ თამაშებში მან 164 ყვითელი და 7 წითელი ბარათი აჩვენა ფეხბურთელებს.
ფრანკ დე ბლეკერე მოგვევლინა მთავარი მსაჯის როლში 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს ”ბარსელონა” და ”ინტერი” უპირისპირდებოდნენ. აღნიშნულ მატჩში ბელგიელმა არბიტრმა მოედნიდან ტიაგო მოტა გააძევა, ხოლო კატალონიელებს 92-ე წუთზე გატანილი გოლი არ ჩაუთვალა. საბოლოოდ თამაში ”ბარსას” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
2009 წელს დე ბლეკერმა განსაჯა მატჩი მადრიდის ”რეალსა” და ”მილანს” შორის, რომელიც ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. მატჩი იტალიელების გამარჯვებით დასრულდა (2:3).