ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფელიპე მელო, ადგილობრივ პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ არგენტინის წინააღმდეგ თამაშისას, ლეო მესი თითოეულ ბრაზილიელს უნდა წაექცია.
“მესი უნიკალური ფეხბურთელია. არგენტინასთან თამაშამდე გასახდელში ყველა ვთანხმდებოდით, რომ მესი თითოეულ ჩვენგანს, მორიგეობით, ერთხელ მაინც უნდა წაგვექცია. უბრალოდ შეუძლებელია ასეთი ფეხბურთელი სხვაგვარად შეაჩერო.”
ვეტერანმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მათ მიზანს მესისთვის ტრავმის მიყენება არ წარმოადგენდა.
“ჩვენ მისი დაზიანება არ გვსურდა. უბრალოდ ტაქტიკურ ჯარიმებს ვიღებდით, მის რიტმს ვარღვევდით და ვაღიზიანებდით.”
მელოს, ასევე, ჰკითხეს, თუ ვინ არის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი.
“ვერაფერს ვიტყვი პელეზე, რადგან მას არ მოვსწრებივარ. მახსოვს მარადანოს თამაში 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის წინააღმდეგ, როდესაც კანიჯას გოლით იმარჯვეს. ბრაზილიაში ხალხი ამბობს, რომ საუკეთესო ზიკოა, თუმცა, როდესაც იგი პირველად მოედანზე ვიხილე, უკვე კარიერის უკანასკნელ მატჩს ატარებდა. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ პელე, მარადონა ან ზიკო არის ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი. სამაგიეროდ, მინახავს მესის თამაში და იგი შესანიშნავია.”
ბრაზილიელმა რონალდუსა და მესის დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
“კრიშტიანუს შეუძლია 5 გოლი გაიტანოს, მაგრამ მესი თავადაც გაიტანს ხუთს და გუნდელებსაც გაატანინებს. ასე რომ, ლეო უფრო სრულყოფილია.”
დღეს, 36 წლის მელო, კარიერას ბრაზილიაში, “პალმეირასის” რიგებში, აგრძელებს.
ოოო! ☺️
ესე იგი, ბრაზილიაში ვისი გვარიც მელოა – ყველა მაგრები და სამართლიანები ყოფილხართ, ყოჩაღ!
მაგარია პელეს მოდგმა რომ მესის საუკეთესოდ აღიარებს! 😉 😉 😉