workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სეზონის საუკეთესო კვირა

სეზონის საუკეთესო კვირა

ძალიან რთულია ისეთი კვირეულის ნახვა, სადაც “ბარსას” დღეები სავსე იქნება საუკეთესო მომენტებით, თუმცა ეს კვირაც დადგა! ყველაფერი დაიწყება სამშაბათს, საღამოს 11–ზე, როდესაც “კამპ ნოუ” უმასპინძლებს “რეალ მადრიდს”, შემდეგ გაგრძელდება კატალონიური დერბით, “ბარსელონა”–”ესპანიოლი და ბოლოს, თუ “ბლაუგრანა” ამ მატჩს მოიგებს, მაშინ იგი ტიტულის გამარჯვებასაც იზეიმებს.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობა “უემბლიზე” და ლა ლიგის მოგება, ყველა გუნდის ოცნებაა, თუმცა ეს ყველაფერი შეუძლია კატალონიის “ბარსელონას” სულ რაღაც 1 კვირაში აიხდინოს. მათ თავი უნდა გაწირონ მოედანზე და ეს დაუფასდებათ.

 

“უემბლი”, აი ჩვენც მოვედით…        

 

დადგა დრო, ჩატარდეს ბოლო “კლასიკო” იმ ოთხიდან, რომელიც 18 დღეში უნდა შემდგარიყო. ეს მატჩი გაიმართება სამშაბათს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, “კამპ ნოუზე”. გასამართი “კლასიკო” პირველი საშინაო მატჩი იქნება “ბარსელონასთვის”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით იმართება. 1/2 ფინალის პირველი მატჩი, “ბერნაბეუზე”, კატალონიელებმა თავის სასიკეთოდ დაასრულეს და ორი უპასუხო ბურთი შეუგდეს იკერ კასილიასს. დამეთანხმებით, სტურმად გატანილი 2 გოლი და საკუთარი კარის მშრალად შენახვა, მართლაც დიდი უპირატესობაა.

 

ორშაბათს, შუადღეს, გუნდი ივარჯიშებს “კამპ ნოუზე” და მთელ პროცესს, “ბარსა ტვ” პირდაპირ ეთერში აჩვენებს. ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელები დაბინავდებიან ადგილობრივ სასტუმროში, როგორც ყოველთვის აკეთებენ და მოემზადებიან მოახლოვებული “კლასიკოსთვის”. ისინი სეზონის ყველაზე დიდ სიხარულს ელიან სამშაბათს, თუ რა თქმა უნდა, თუ შეძლეს და გამოთიშეს ასპარეზს “რეალი”.

 

შესაძლო ლა ლიგის თასი კვირას…        

 

სამშაბათის მატჩის შემდეგ, გუნდი 5 დღე დაისვენებს და კვირას უმასპინძლებენ “ესპანიოლს”.  დერბი გაიმართება თბილისის დროით 21 საათზე. მადრიდის “რეალი” თავის მატჩს შაბათს მართავს, “სევილიას” წინააღმდეგ. თუ ისინი ქულებს დაკარგავენ, ხოლო “ბლაუგრანელები” გაიმარჯვებენ, მაშინ ლა ლიგის თასს 3 ტურით ადრე გადასცემენ. თუ “რეალიც” და “ბარსელონაც” გაიმარჯვებს, მაშინ გვარდიოლას მოუწევს დარჩენილი 3 თამაშიდან, მხოლოდ 1 ქულის მოპოვება და ტიტულს უპრობლემოდ ჩაიბარებს. “ესპანიოლის” შემდეგ, “ბარსელონას” ცხრილი ასეთია: გასვლაზე “ლევანტე”, სახლში “დეპორტივო”, გასვლაზე “მალაგა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში