გუშინ ”ანოეტაზე” განცდილი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები დღეს დილით, ”Ciutat Esportiva”-ზე ვარჯიშს დაუბრუნდნენ. სრული დატვირთვით, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა ანდრეს ინიესტა. ინიესტამ ტრავმა სამშაბათს მიიღო, რის გამოც ”რეალთან” და ”სოსიედადთან” მატჩების გამოტოვება მოუწია. განცალკევებით, იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებმაც გუშინ ითამაშეს ვარჯიშობდა კარლეს პუიოლი.
ვარჯიშზე იმყოფებოდნენ ”ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელები: სერხი რობერტო, ტიაგო, მინიო, ოიერი, ვასკესი, ტელიო, საული, ორიოლ რომეუ, არმანდო და აბრაჰამი.ჩამპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განაცხადში მოხვდება მინიო ან ოიერი, რადგან ხოსე მანუელ პინტო დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ”რეალის” წინააღმდეგ.
დირიჟორი ბრუნდება
კარგია რომ ინი დაგვიბრუნდა
Imedia orive male dabrundebian.