workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი, შესაძლოა, “ნაპოლისთან” დაბრუნდეს

სუარესი, შესაძლოა, “ნაპოლისთან” დაბრუნდეს

ლუის სუარესი, შესაძლოა, მოედანს ნაადრევად დაუბრუნდეს. ვარაუდობენ, რომ “ნაპოლისთან” განმეორებითი შეხვედრისთვის ის მზად იქნება.

ურუგვაელმა ოპერაცია იანვარში გაიკეთა. სწაყის ეტაპზე ვარაუდობდნენ, რომ მთელი დარჩენილი სეზონი გაუცდებოდა, მაგრამ ადაპტაციის პროცესი მოსალოდნელზე კარგად წარიმართა.

As-ის ინფორმაციით, კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ სუარესი დაბრუნებას აპრილის თვეში მოახერხებს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის დაინიშნება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა. ამჟამად არსებული ინფორმაციით, შიდა ჩემპიონატები 4 აპრილისთვის განახლდება. “ბარსელონას” კი წინ რთული შეხვედრები ელის – “სევილისთან”, ბილბაოს “ატლეტიკთან”, ვიგოს “სელტასთან” და თვის ბოლოს მადრიდის “ატლეტიკოსთან”.

აპრილის თვე ურთულესი იქნება და სუარესის დაბრუნებამ, წესით და რიგით, გუნდს საქმე უნდა გაუმარტივოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • sandro barca
    schedule 15 მარ 2020, 17:16

    ჯერ ერთი სუას ასაკი აქვს და დრო დასჭირდება ფორმაში შესასვლელად და მეორეც რატმაა ეგ თამაშები რთული.რა ვინც ჩამოთვლილებია იმათთვის იოლი იქნება ბარასთან შეხვედრა და მესამე სუა სუა რომ გაგიდით ახლა დაგავიწყდათ მძორი მძორის ძახილი?ერთადერთი ვინც მძორი და ბარსას კორონაზე უარესი ვირუსია ეს ბართუშა და მისი ბორდია.

  • M10 S9 D11
    schedule 15 მარ 2020, 15:22

    იმედია მოასწრებს დაბრუნებას სერიოზულად დაგვაკლდა მესის განსაკუთრებით

  • B.A.r.c.A
    schedule 15 მარ 2020, 14:05

    Esigi ontimaluri shemadgenlobit iqneba gundi dembele SASTAVIS kaci arasodes yopila Mara mainc mjera liverpooltan ro sheegdo da meore tamashic gvyoloda dembele ver gamogvagdebda is bzi

  • Nicolaus_Geo
    schedule 15 მარ 2020, 13:29

    მოდი სუაა მოდიიიი

  • nika 54
    schedule 15 მარ 2020, 13:04

    ციტატა: kingarturo
    ძაან კაია. დემბელეც არ დამტვრეულიყო ნეტა, რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ შეტევაში ხიფათს ქმნიდა ეგ კაცი. ნუ მესის და სუას მერე უკეთესი არც არავინ გვყავს. ლიჩნად ჩელსისთან მატჩი თუ გახსოვთ იფრინა ტიპმა, იყო მატჩები სადაც მართლა კარგად იყომარა. ინტერთან შემოვიდა და ხიფათები შექმნა. ანუ იმას ვამბობ რო საბოლოო ჯამში რასაც ელოდნენ ის ნამდვილად არაა, მარა ამ ტრამვებმაც მაგრად შეუშალა ხელი.


    ხო კარგია, ოღონდ ეგ წელიწადში 1-2 თამაშია და ასე შორს ლიგაზე ვერ გავალთ. ერთი თამაში გახსოვთ ხო? და რამდენი თამაში იყო საკვანძო? სად იყო დემბელე? ხო ტრავმა ქონდა…და ასე შემდეგ.