workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელის ინტერვიუ

როსელის ინტერვიუ

“რეალ სოსიედადთან” განცდილი მარცხის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ინტერვიუ მისცა “ბარსა ტვ”–ს. მან ღიად მიმართა ფანებს, რომ სამშაბათს იყვნენ ერთიანნი და კორექტულნი. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს “ბარსელონა” მასპინძლობს “რეალს”, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით.

 

“ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ამიტომაც ფანებს ვთხოვ, რომ კორექტულად მოიქცნენ მადრიდისტებისადმი და აჩვენონ მათ ერთიანობა, რომელსაც არც სხვა თამაშებში აკლებენ. ჩვენი ფანები არიან ძალიან ზრდილობიანები და ვთხოვ, რომ კვლავ აჩვენონ მსოფლიოს თავიანთი კარგი ქცევები, რადგანაც ახლა “კულეები” თვალთახედვის არეში იქნებიან. მინდა, რომ ფანებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადონ ფეხბურთელებს და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგონ”.

 

სანდრო როსელი იმედგაცრუებული იყო “სოსიედადთან” განცდილი მარცხით: “ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ პირველ ნახევარში, თუმცა მეორე ტაიმში იგივე გააკეთეს მასპინძლებმა და სრულიად დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს. ძალიან სამწუხარო იყო დებიუტანტ, მარტინ მონტოიას ტრავმა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ტრავმების მხრივ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა, თუმცა გვაქვს საკმარისი რესურსები, რათა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას. ყველაზე კარგი ამბავი მაინც ისაა, რომ 8 ქულიანი უპირატესობა გვაქვს”.

 

როსელმა ასევე მადლობა გადაუხადა “სოსიედადის” ფანებს, რადგანაც ისინი არ იყვნენ აგრესიულები “კულეების” მიმართ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში