workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: ”ერთხელაც ”ბარსელონას” პრეზიდენტი გავხდები”

პიკე: ”ერთხელაც ”ბარსელონას” პრეზიდენტი გავხდები”

ხერარდ პიკე ბარსელონაში 24 წლის წინ დაიბადა. ის ისეთი პატარა იყო ”ნოუ კამპზე” პირველი ვიზიტისას, რომ არაფერი ახსოვს. 3 წლის ასაკში ფეხბურთს ის ფორთოხლით თამაშობდა, რომელსაც სუპერმარკეტში იღებდა ხოლმე, 6 წლის ასაკში ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ”ბარსელონამ” ჩაატარა, ხოლო 16 წლის ”მანჩესტერ იუნაიტედში” სათამაშოდ წავიდა.

სახლში დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო ტიტულების მოგება და მოიგო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა საკლუბო დონეზე. ამის შემდეგ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატიც მოიგო და გენიალური ფრანც ბეკენბაუერისგან შექებაც დაიმსახურა, რომელმაც პიკეს მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველი უწოდა. ამას გარდა მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის ჩაწერის დროს მან გაიცნო ახლა უკვე მისი მეორე ნახევარი, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა.

[ინტერვიუ ჩაწერლია 25.04.11]

 – ბავშვობაში რა გინდოდათ გამოსულიყავით?

 – ფეხბურთის თამაში მინდოდა. მსურდა ვყოფილიყავი ბედნიერი ოჯახთან ერთად და მეთამაშა ”ბარსაში”. მომწონდა გვარდიოლა და ფიგუ, ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ. მე ცენტრალური მცველი ვიყავი და მათთან საერთო არ მქონდა. 6-7 წლის ასაკში ტურნირში მივიღე მონაწილეობა, სადაც ცენტრალურ თავდამსხმელად ვითამაშე. ერთ-ერთ თამაშში 2 გოლი გავიტანე და თამაში 3:1 მოვიგეთ. ამის შემდეგ დაცვაში გადამიყვანეს. მთელი დრო, რაც ”ბარსაში” გავატარე ვსწავლობდი, ვთამაშობდი ფეხბურთს და ვცდილობდი ეს კარგად გამეკეთებინა. უფრო მეტზე ვერ ვიოცნებებდი. მაგალითად პირველ გუნდში თამაშზე. მომწონდა რასაც ვაკეთებდი, რაც არც თუ ისე ცუდად გამომდიოდა.

 – თქვენს თავს არ ეუბნებოდით: ”ერთხელაც ”ბარსაში” ვითამაშებ”…

 – არა. ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც რჩებოდნენ ან მიდიოდნენ. რატომ ვიფიქრო პირველ გუნდზე, თუკი არაფერი გამომივა – ასე ვფიქრობდი ჩემს შესახებ.

 – რაზე ფიქრობდით, როცა თქვენი ბიძაშივილი მონსერატი დაიბადა? (ბავშვი დაუნიზმის სინდრომით დაიბადა)

 – ჩემი ძმის დაბადებაც არ მახსოვს! მაშინ ვიწყებდი გააზრებას, თუ რა ხდებოდა ჩემს გარშემო. ჩემი და მონსერატი ნამდვილი სასწაულია. ის ისეთი არ ჩანს, როგორიც სხვებია, მაგრამ როცა ესაუბრები ხვდები, რომ ისევე ფიქრობს, როგორც სხვები, გრძნობს, უხარია და წყინს იგივენაირად, როგორც შენ… ეს ადამიანები ისეთივე არიან, როგორებიც ჩვენ ვართ, მაგრამ მოქმედებენ ერთი სისწრაფით ნელა. ამის გამო ის შენ მეტად ან ნაკლებად არ გიყვარს. ძალიან გამიმართლა, რომ ვცხოვრობ მოსიყვარულე ოჯახში.

 – თქვენ ”პიჟონი” ხართ? თუ ეს მოჩვენებითია…

 – ჩემს ცხოვრებაში ისეთი მომენტები იყო, რომლებიც სხვა ადამიანებს თავს არ ხდება. თუკი ამას ”პიჟონობა” ქვია… 13-14 წლამდე მეჩვენებოდა, რომ ყველას თბილი ოჯახები ჰქოდნა, სანამ გავაცნობიერებდი, რომ მათ ოჯახებს რაღაც პრობლემები აწუხებდა. დედაჩემი შესანიშნავი ქალია, ძალიან ჭკვიანი და კარგად აღზრდილი. ყოველთვის ღელავდა, რომ მე კარგი ადამიანი დავმდგარიყავი. ჩემი აზრით ის ახლა ძალიან ბედნიერია. მას ნამდვილად გამოსარჩევი შვილი ჰყავს… (იცინის)

 – ვფიქრობთ, რომ ზოგჯერ მას აშინებდით. ახლა მთელი სახლი თქვენს გამო პაპარაცებით გაივსო…

 – არა, რას ამბობთ. როგორც მეუბნებიან ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი, არასდროს ვქმნიდი პრობლემებს. თავს კარგ შვილად ვთვლი… რაც შეეხება ფოტოგრაფებს, დედა მეუბნება, რომ მალე თავს დაგვანებებენ. 

 – მამა ფეხბურთელი იყო?

 – მამა ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ პროფესიულ დონეზე არასდროს უთამაშია. ის სპორტით დაავადმყოფებულია, მაგრამ კარგი გაგებით. ის შუშის წარმოების ფირმაში დირექტორად მუშაობს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელი რომ არ გავმხდარიყავი ეს ფირმა მემკვიდრეობით დამრჩებოდა.

 – ფეხბურთელობა იმის გამო მოგწონთ, რაც მოედანზე ხდება, თუ მის გარეთ?

 – ფეხბურთელობა მომწონს იმის გამო, რომ ვთამაშობ ფეხბურთს და ვიგებ ტიტულებს. ყოველთვის უნდა იფიქრო რა დაგრჩება კარიერის შემდეგ. ტიტულები, ნაშოვნი ფული… დიახ, ეს კარგია, მაგრამ ყველაზე მთავარი და ძვირფასი არის ის ადამიანები, რომელთან ერთადაც ასპარეზობდი.

 – მესის თქვენ პირველი დღიდან იცნობთ…

 – დიახ, კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად მოვიდა ჩვენთან. ის კარგი ბიჭია. ისეთივე, როგორიც მოედანზე. ყველაზე რთულ საქმეს ისე აკეთებს, რომ ყველაზე ადვილი გეგონება. წარმოუდგენლად გვეჩვენება, რომ ის ასეთი უშუალოა. მას სურს იყოს საუკეთესო და გაიმარჯვოს გუნდთან ერთად. ის ნამდვილი ჩემპიონია. დღეს მას გასახდელში დამტენი მოვპარე. როცა შემოვიდა თქვა: ”ვისი მობილური დავტენე”? მაგრამ შემდეგ მალე დაჯდა სკამზე…

 – პეპსაც ეგრე ეხუმრებით?

 – არა, რას ამბობთ. ამაზე უკვე ვიფიქრე. პეპს თუ გააბრაზებ შემდეგ ვერ ითამაშებ.

 – მისტერი გსჯით ხოლმე?

 – ვიცი როდის შეიძლება ხუმრობა და როდის უნდა მუშაობა. ის კარგად მეპყრობა და ამის გამო ბედნიერი ვარ. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა (იცინის). ყოველთვის პროფესიონალი ვიყავი, მაგრამ მიყვარს ხუმრობა, განსაკუთრებით გასახდელში, მაგრამ განსაზღვრულ დონემდე. ძალიან ფრთხილი ვარ, მაგრამ ყოველთვის მიყვარს სხვებისგან გამორჩევა.

 – ხვდებით ფეხბურთი რატომ იწვევს ემოციას?

 – არა, ზუსტად არ ვიცი. ფეხბურთი ადრენალინია. ”უიმბლდონის” 5 საათიანმა ფინალმა კინაღამ ჭკუიდან შემშალა. კიდევ ჯორდანის ნახტომმა ბოლო წამზე…

 – უყურებთ მატჩებს ჯორდანის მონაწილეობით?

 – დიახ. ვუყურებ ფინალებს ნადალის მონაწილეობით. პაუ გასოლის მატჩებს.

 – თქვენს მატჩებს?

 – არა. ფოტოებს ვნახულობ ხოლმე, მაგრამ ”ბერნაბეუზე” 2:6 თამაში არ მინახავს.

 – რა გახსოვთ?

 – ეს იყო ”ბერნაბეუზე” ჩემი პირველი მატჩი. იქ ”სარაგოსასთან” ერთადაც ვიყავი, მაგრამ ”ბარსასთან” ერთად ეს პრივილეგიაა. 4 ქულით წინ ვიყავით და წაგების შემთვევაშიც საფრთხე არ გვემუქრებოდა. პეპმა გვითხრა: ”თუ წავაგებთ – წავაგებთ ლა ლიგასაც”. 2:4-ზე თამაშით ტკბობა დავიწყეთ. არაფერი არ მახსოვს იმ თამაშიდან, მხოლოდ დეტალები…

 – ჩავიმ განაცხადა, რომ ”ბერნაბეუზე” თამაში არ მოსწონს. თქვენ?

 – დიახ, ეს რაღაც უჩვეულოა. მე მომწონს, როცა ხალხი შენს წინააღმდეგაა დაგეშილი. ”რეალის” დამარცხება უნიკალური შეგრძნებაა.

 – წაგება?

 – თასის ფინალის წაგება ძალიან რთული იყო. ეს თამაშის ნაწილია. ძალები გვაქვს, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ და ხელები არ ჩამოვუშვათ.

 – ფიქრობთ, რომ ფინალის წაგება ციკლის დასასრულია?

 – რას ამბობთ. ჩვენ წავაგეთ თასი, მაგრამ ახლოს ვართ ლა ლიგის მოგებასთან და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა გვსურს.

 – რთულია ”ბარსას” ცენტრალურ მცველად თამაში?

 – არ ვიცი… ეს შენგან ბევრ რამეს მოითხოვს. გადატვირთული გრაფიკი, ამას ემატება სანაკრებო მატჩები. ყოველ სამ დღეში ერთელ თამაში ძალიან რთულია.  როცა გიგზს ვუყურებ, 37 წლის ასაკში ის ისევ თამაშობს. თუნდაც პუიოლი, რომელიც ყოველ მატჩზე ისე გამოდის,  როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალზე.

 – ამის გამო განაცხადეთ, რომ 30 წლის ასაკში დაამთავრებთ კარიერას?

 – ეს იმიტომ ვთქვი, რომ ძალიან დავიღალე.

 – თქვენს თავს მწვრთნელად ხედავთ?

 – არა! ერთხელაც მსურს ”ბარსას” პრეზიდენტი გავხდე. მწვრთნელად წარმომიდგენია ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, პუიოლი..

 – პრეზიდენტი ლაპორტას და როსელის სტილში?

 – რა თქმა უნდა პიკეს სტილში.

 – ”ბარსა” პუიოლის” გარეშე წარმოგიდგენიათ?

 – არა, ეს არ წარმომიდგენია, მაგრამ ერთხელაც ეს მოხდება. წელს ის მინდორზე მენატრება. მახსოვს ტრავმის შემდეგ რომ დაბრუნდა მთელი მატჩი ვეუბნებოდი: ”პუი შენს გარეშე მომწყინდა”. ის კი მეოუბნებოდა სისულელეებს მოეშვი და თამაშზე იფიქრეო. მემგონი არ მომიყოლია, ერთხელ მატჩის ბოლოს ანგარიში 4:0 იყო, პუიმ კი ყვირილი დამიწყო: ”ხერარდ! მე ვუთხარი მატჩი თითქმის დამთავრდა…მიუხედავად ამისა ყურადღებით იყავი, შენი ამბავი ვიცი…” პუიმ ბევრი რამე მასწავლა. სამწუხაროდ წელს აბის ცუდი ამბავი შეემთხვა. ეს ძლიერი დარტყმა იყო ჩვენთვის. მისი გამოჯამრთელების პროცესი კარგად მიდის და გაისად ჩვენთან იქნება.

 – როგორ ურთიერთობთ მასკერანოსთან?

 – შესანიშნავად. ის კარგი მეგობარია. ასევე კარგი ფეხბურთელია, ის არგენტინის კაპიტანია. ტაქტიკურადაც ძალიან ძლიერია.

 – ”ბერნაბეუზე” მატჩის წინ რაიმე რიტუალს ატარებთ?

 – როგორც ყოველთვის. მოდის ალვეში და რთავს მუსიკას. ამის შემდეგ ყურსასმენებს ვიკეთებ და ჩემს მუსიკას ვუსმენ. რასაც ალვეში რთავს იმის მოსმენა შეუძლებელია.

 – რას უსმენთ?

 – შაკირას.

 – ამას არავინ დაიჯერებს…

 – მაშინ კიდევ გეტყვით. ვუსმენ ”The Killers”, ”The James”, ”Happy Mondays”  და კიდევ ”Manchester Sound”. იცით ასეთი ჯგუფი?

 – თქვენ შეურაწყოფას მაყენებთ. მათი მუსიკის თანხლებით ბევრჯერ მიცეკვავს. ”ბერნაბეუს” დავუბრუნდეთ…

 – ვუყურებ ვიდეოს, ვუსმენ მისტერს, ვარჩევ ტაქტიკას ტიტოსთან… ვფიქრობ მოწინააღმდეგეზე, რომელია ცაცია…

 – თქვენ რომ ”რეალში”თამაშობდეთ…

 – მე ”რეალის” ფეხბურთელი არ ვარ და არამგონია ეს როდესმე მოხდეს.

 – როგორი ურთიერთობა გაქვთ ”რეალის” ესპანელ ფეხბურთელებთან?

 – თუკი რამოსზე ფიქრობთ, რაც ”ნოუ კამპზე” მოხდა ეს უკვე დავიწყებულია. მისი საქციელის გაგება შეიძლება. პულსი 180 გაქ, შენი გუნდი 5:0 აგებს. ყველაფერი რიგზეა, არაფერი სასწაული არ მომხდარა.

 – სამეფო თასზე?

 – და რა მოხდა სამეფო თასზე? მათ გაიმარჯვეს, ამით ბედნიერები და ამაყები უნდა იყვნენ. მათ გულით მივულოცე და ფიქრებით მომდევნო თამაშზე გადავერთე.

 – რას გრძნობთ, როცა ნაკრებში თამაშობთ?

 – ეს კითხვა არ იქნებოდა, მე რომ კატალონიელი არ ვიყო. ხომ ესეა? ძალიან საწყენია. 16 წლიდან ნაკრებში ვთამაშობ. სამხრეთ აფრიკაში მოედანზე მთელი ძალები დავტოვე. არ მსურს ამ თემაზე საუბარი, რადგან გაბრაზებას ვიწყებ. ის, ვისაც ეჭვი ეპარება, შევახსენებ, რომ ”ფურია როხასთან” ერთად მსოფლიო მოვიგე.

 – თქვენ განაცხადეთ, რომ სულისთვის საუკეთესო შეგრძნებაა, როცა შეყვარებული ხარ…

 – და ვაგრძელებ იგივეს ფიქრს…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში