სევილიური “ბეტისის” შემტევმა, ლორენ მორონმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად ახლოს იყო თებერვალში კატალონიურ კლუბში გადასვლასთან.
მორონი უსმან დემბელეს შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი იყო მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” ფრანგი თავდამსხმელის მძიმე ტრავმის გამო ტრანსფერის განხორციელების ნებართვა მიიღო, თუმცა “ბლაუგრანამ” “ლეგანესიდან” მარტინ ბრეითუეიტი დაიმატა.
“მედიაში “ბარსელონას” მიერ ჩემით დაინტერესებაზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა და ამან სხვადასხვა ფორმა მიიღო, მაგრამ შემოთავაზებამდე “ბეტისზე” უარის თქმა არ მინდოდა.
ვამაყობ, რომ ჩემით ასეთი დიდი გუნდი ინტერესებოდა. არ ვმალავ, რომ ამან ძალიან გამახარა, მაგრამ მშვიდად ვიყავი, რადგან, რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა.” – ციტირებს მორონის სიტყვებს Tribal Football.
კიდე კაი ბრაიტვაიტი მოიყვანეს ამის მაგივრად