უსმან დემბელეს მდგომარეობა მხოლოდ “ბარსელონას” გულშემატკივრებს არ აწუხებთ – ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და 22 წლის ვინგერის არყოფნა საფრანგეთის ნაკრების შეტევისთვისაც დანაკლისი იქნება. ბოლო დროს, დემბელეს შესახებ ფრანგულ პრესაში ხშირად იწერება.
L’Equipe დემბელეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებში თავად ფეხბურთელზე მეტად მის კლუბს ადანაშაულებს.
“მზა საკვები და გაზიანი სასმელები უსმანის დიეტაში აღარ არის. დღეს ის თევზს, ინდაურსა და ბევრ ბოსტნეულს მიირთმევს.
დემბელეს სახლში წვეულებები არასდროს იმართება. ის პროფესიონალურად იქცევა და საკვების მიღების რეჟიმის შედგენაში დახმარებას მთხოვს”. – ამბობს მზარეული ანტონი ოდებო.
“ძნელია, თქვა, რომ დემბელეს ტრავმიანობა მისი ცხოვრების სტილის ბრალია. უბრალოდ, “ბარსელონაში” მასზე არავის უზრუნია“. – ვკითხულობთ სტატიაში.
დემბელეს ვიდეოთამაშებისთვის ზედმეტი დროის დათმობის გამოც აკრიტიკებენ, მაგრამ ასეთ ქმედებებში მისი თანატოლები, ლუკა ერნანდესი და კილიან მბაპეც არიან შემჩნეულები და ეს მათ განსაკუთრებული პრობლემებს არ უქმნის.
მიშელ ტორინი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელთან “რენში” მუშაობდა, იმასაც აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში მას სწორად არ ავარჯიშებენ.
“უსმანი თავის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არ არის. ის თავისი ტალანტის მსხვერპლია.
დემბელე წნეხის ქვეშ “რენშიც” იყო, მაგრამ ის არ მოგვიკლავს. “ბარსელონაში” ვარჯიშის შემდეგ ის მოედანზე იმ მოქმედებების მხოლოდ 20%-ისთვის არის მზად, რომელშიც მონაწილეობას იღებს. შედეგად, ის არ არის მზად, მატჩების დროს დიდი დატვირთვა მიიღოს”.
შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს უახლესი ტრავმა მძიმეა და ფრანგი შემტევი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ამის გამო, “ბარსამ” “ლეგანესის” თავდამსხმელი, მარტინ ბრეითუეიტი შეიძინა.
გვარდიოლასა და ენრიკეს პირველ სეზონში გვყავდა საოცარი სამედიცინო შტაბი, ტრამვას თითქმის არავინ იღებდა,განსაკუთრებით გადამწყვეტ ეტაპზე,არადა გვარდის სეზონის დასაწყისშივე შეჰყავდა 11 კაცი ფორმაში და ისე ამთავრებდა წელს,სკამზე მხოლოდ კეიტა ჰყავდა "ვარსკვლავი". ეგ ხალხი ალბათ პერესის მონამ გაუშვა გუნდიდან, დემბოს ამდენი ტრამვაც არასწორი დატვირთვის შედეგია, იმედია ჩადგება ფორმაში თორე ძაან დიდი ტალანტია და მისის ნიჭი არ უნდა გაიფლანგოს.
აუუფ ნაკრებში ხომ დაფრინავდა რა სკამის იგროკია როდის ვიძახდი ესა არის ლილის დონეე მორჩაა
მიხვდით ალბათ რომელ იგრას ვგულისხმობ.
კითხე აბა აქ ბევრს დემბელისტებს…ლივერპოოლ
და რამეს წყვეტდა დემბელეს ვერ გატანილი გოლი? 4 გოლი გაგვიტანეს 4 გოლი მინიმუმ დამატებითში გადასულიყო თამაში და დამატებითში ისედაც დაღლილ და დაშლილ ბარსას უარესად ამოგვტენიდნენ
ხო ბართომეუს ისეთი პადკატი გაუკეთებია 😀 რას არ დაწერენ, დემბელე რომ ნიჭიერია დორტმუნდშიც ამტკიცებდა და ბარსაშიც არაერთ თამაშში მაგრამ არაპროფესიონალია არასერიოზული ტიპი და მაგისგან აქვს ამდენი პრობლემები ჯანმრთელობის.
არა რა მაგრად მევასება დემბო იმედია ისე ათამაშდება დაბრუნების შემდეგ როგორც დორტმუნდში თამაშობდა
ერთი სული მაქ ნაპოლს როდის ავაყირავებთ😁👌
დემბელე გასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში
Au rogor minda amisi namdvili saxe davinaxot yvelam midi dembuzz raaaa shemdegi sezonistvis dzaan gvchirdebi ♥️♥️♥️
როდის მე მაგას ვამბობდი რო მარტო დემბელე არაა დამნაშავე მის ტრამვიანობაში თქო მარა ხო უნდა გამოგიხტეს ვიღაცა და დაგიწყოს პროფესორობა
მჯერა :)) ბარსელონაში ხო თავში ტყაპუნი და გაბზეკილი ტრაკით სეირნია მთელი ვარჯიში.. მერე გვიკვირს რატო ვერ ვთამაშობთ მეორე ტაიმი.. წავიდა ის ძველი ბირთვი, ვისაც ჯერ კიდე სარეზერვო გუნდიდან ქონდა მთელი ძალა და ტექნიკური არსენალი შემორჩენილი, ახალი მოსულები კი ამ გუნდს რო ვერ ეგუებიან ფაქტზე ფატია დიდი ხანი :))