workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა და პუიოლი “სოსიედადთან” მატჩს გამოტოვებენ

ინიესტა და პუიოლი “სოსიედადთან” მატჩს გამოტოვებენ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, ვერ მოასწრო გამოჯანრმთელება ლა ლიგის მატჩამდე, სწორედ ამიტომ იგი გამოტოვებს შეხვედრას “რეალ სოსიედადთან”. იტყობინება “როიტერი”.

 

ანდრეს ინიესტამ კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა, რომელიც “სანტიაგო ბერნებეუზე” გაიმართა და “ბლაუგრანამ” 0:2 იმარჯვა. ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი შეძლებს თუ ვერა ჰავბეკი “რეალთან” საპასუხო მატჩში მონაწილეობის მიღებას. შეგახსენებთ, რომ ეს თამაში 3 მაისს გიამართება “კამპ ნოუზე”.

 

ასევე გეტყვით, რომ “სოსიედადთან” მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს კარლეს პუიოლი. მას უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა მარჯვენა ფეხზე, კუნთზე და ამიტომაც გვარდიოლა აპირებს დაასვენოს კაპიტანი. კარლესი “რეალთან” შეხვედრაში უფრო საჭიროა, ვიდრე ლა ლიგის მატჩში, რადგანაც “ბარსელონას” არც რთული კალენდარი აქვს და არც ცუდი მდგომარეობა ცხრილში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward