workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა მატჩის წინ

გვარდიოლა მატჩის წინ

ხვალ “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატში რიგით 34 – ე ტურის მატჩი უწევს “რეალ სოსიედადთან” სან სებასტიანში, გთავაზობთ გვარდიოლას მატჩისწინა კომენტარს.

პირველ რიგში პეპ გვარდიოლა დაიწყო საუბარი “რეალ სოსიედადზე” და განაცხადა, რომ საკმაოდ რთული მატჩი ელით მათ შეგირდებს. “გახსოვთ ალბათ “ოსასუნა” და “ალმერია”, საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა ორივე, არც ეს იქნება გამონაკლისი. ახლა ყოველი გამარჯვება მიგვაახლოვებს ჩემპიონობას, ამ მატჩს ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებ და ამ ყველაფერს ჩემს ფეხბურთელებს დეტალურად ვუხსნი”.

“გასათამაშებელი 15 ქულა დარჩა, ჩვენ კი მხოლოდ 8 ქულით ვართ წინ, ეს კომფორტული ჰანდიკაპია, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩვენ თავი ჩემპიონებად ვიგრძნოთ. ფაქტია, რომ კიდევ 7 ქულა გვჭირდება, ასე, რომ ამ მატჩს სერიოზულად მივუდგებით”.

 შემდეგი მატჩი “კამპ ნოუზეა” “ლა ლიგის” მასშტაბით და ეს დერბი იქნება. “ბარსა” საკუთარ მინდორზე “ესპანიოლს” დაუპირისპირდება. “შემდეგი მატჩი დერბია “ლა ლიგაში”, იცით, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის დერბი, მაგრამ იმ მატჩამდე სხვაობა მინიმუმ 8 ქულა უნდა იყოს, ასე, რომ ხვალ მხოლოდ მოსაგებად გავალთ სან სებასტიანის სტადიონზე”.

ხოსეპ გვარდიოლამ თავი აარიდა ჟოზე მოურინიოზე და “რეალზე” საუბარს, მან განაცხადა, რომ იმედი აქვს “უეფა” ყველაფერს ობიექტურად გადაწყვეტს და ასევე დაამატა, რომ “რეალთან” მატჩამდე მის გუნდს ბასკებთან მატჩზე აქვს საფიქრალი.

“რაც შეეხება კონკრეტულად მოწინააღმდეგეს, “რეალ სოსიედადი” დიდი ტრადიციების მატარებელი გუნდია, ისინი საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენენ დღესაც, ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის, თანაც გავარდნის ზონასთან არის მიახლოებული ეს გუნდი ,ამიტომაც მათთვის ქულები ამჟამად ძვირად ფასობს, ამიტომაც ჩვენ წინააღმდეგობას ველით მათგან”. 
მოგეხსენებათ, “სოსიედადში” გვარდიოლას კარლეს პუიოლი არ მიჰყავს, მიჰყავს ლეო მესი: “ლეო გამოჯანმრთელებულია, ამიტომაც იგი გაემგზავრება სან – სებასტიანში. რაც შეეხება ერიკ აბიდალს, მართალია ფრანგი გუნდს ძალიან აკლია, მაგრამ მე ვერ გავრისკავ, მან საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანა, ამიტომაც ჯერ  იგი მოედანზე ვერ გამოვა”.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში