ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ვიტორ ბორბა ფერეირა რივალდო, ქედს იხრის “ბარსელონას” საუკეთესო ფორვარდის, ლიონელ ანდრეს მესის, წინაშე, რომელმაც დუბლი შეუსრულა მადრიდის “რეალს” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
ბრაზილიელს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ არგენტინელი ბიჭუნა მსოფლიოში საუკეთესოა: “ძალიან დიდ პატივს ვცემ “ლოს ბლანკოსს”, თუმცა ვაღიარებ, რომ “ბარსა” ბევრად უკეთესად ასპარეზობს. ამის გარდა, “ბლაუგრანას” ღირსებას იცავს მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ ანდრეს მესი. ვუსურვებ დიდ წარმატებას, ბევრი ტიტულების მოგებას ლიონელ მესისა და “ბარსელონას”. დაასრულა რივალდომ.



