workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის საინტერესო განცხადება: ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია

მესის საინტერესო განცხადება: ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია

ახლახანს, Mundo Deportivo-მ, ლეო მესისთან ინტერვიუს ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშც არგენტინელი “ბარსელონას” გარშემო ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

Mundo Deportivo-ზე გამოქვეყნებულ მასალას ჰქვია “ბარსელონა მიყვარს, ეს ჩემი სახლია”.

ინტერვიუდან კი ირკვევა, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუ, კლუბის გარშემო სკანდალის აგორების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებს ნამდვილად შეხვდა. ლეოს საუბრიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პრეზიდენტი მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო, ხოლო თავად მესი ამ საკითხით სერიოზულადაა დაინტერესებული.

“სოციალური მედიის სკანდალი? სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ. ამ დროს ვმგზავრობდი. როდესაც ჩამოვედი, ყველაფერი შევისწავლე. პრეზიდენტმა გვითხრა იგივე, რაც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უცნაურია, რომ ასეთი რამ ხდება. ამბობენ, რომ მტკიცებულებები იქნება. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, სიმართლეა ეს, თუ არა. ახლა მეტის თქმა არ შეგვიძლია. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. ახლა კი შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენება.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Don_Andresito
    schedule 20 თებ 2020, 15:59
    #7

    მიდი ლეო შეუტიე. ამაზე კაი დრო აღარ იქნება. მაუნც უტიტულო წელი გველის, მაინც დარხეული აქ წელს გუნდს და ბოლო შანსია მხარდაჭერა ლაპორტას გამოუცხადო. ტექნიკურად ჯერ და მერე პირდაპირაც გლიჯეთ. ერთიფოტო გადაიღე ლაპორტასთან და ეგაა

  • me da barca
    schedule 20 თებ 2020, 00:16
    #6

    როსელის თანაშემწეა კრისობის დარგში, მაგრამ უფრო საშიში. თან გიცინის ყველის ვაჭარივით და თან სამარეს გითხრის.
    იმედი შენით რაც გაიჩალიჩე ბოლოს მოგიღებს გაუმაძღარო.

  • Barca1980
    schedule 19 თებ 2020, 23:42
    #5

    ბართოლომზეო , მინდა გითხრა რომ მაგრა დაგენძრა , რადგან შენ პანდორას ყუთი გახსენი , ხოდა ეხლა გაჩვენებენ რა ემართებათ შენნაირ ლუზერებს , ისეთ ავტორიტეტებთან დაპირისპირებუს შემდეგ , როგორიც მესია . უბრალოდ , პრესტჟის ამბავია , ამის გატარება გამორიცხულია . აქცენტები დასვა უკვე მესიმ , ასე რომ დაგენძრა ბართუშ !!!

  • M10 S9 D11
    schedule 19 თებ 2020, 23:16
    #4

    მაგარი არეულობაა გუნდში

  • Clever liar
    schedule 19 თებ 2020, 23:03
    #3

    ბარსელონამ პირველად მაშინ ჭამა, როცა როსელთან ერთად ბართომეუც არ მიასუხარეს და ეხლა ორმაგ ბუტერბროდს მიირთმევს, თუ ხელები მხოლოდ ვიცე პრეზიდენტს შეეწმინდება და ის აჩკებიანი გუდა ისევ ძველებურად იკრისავებს

  • davidus2020
    schedule 19 თებ 2020, 22:55
    #2

    ლეო შენ ახლა ნამდვილად შეგიძლია მოსთხოვო პასუხი ბართოს ,წავიდეს მის საქმეს მიხედოს და თავი დაანებოს ბარსას.

  • kendricklamar
    schedule 19 თებ 2020, 22:54
    #1

    ანუ რაო თუ რამე დაენზრევათ ბიჭობას უფროსობაშიო ?)))