workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟაუმე როურესი: დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონა” ამ ყველაფრის უკან ნამდვილად დგას

ჟაუმე როურესი: დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონა” ამ ყველაფრის უკან ნამდვილად დგას

კატალონიელი ბიზნესმენი, პოლიტიკური აქტივისტი და მსხვილი სატელევიზიო კომპანიის, Mediapro-ს მფლობელი, ჟაუმე როურესი დარწმუნებულია იმაში, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა სოციალურ ქსელში გავრცელებული დამაკნინებელი პოსტების უკან ნამდვილად დგას. 

Cadena SER-მა დაადგინა, რომ კომპანია i3 VENTURES, რომელიც “ბარსელონასთან” ოფიციალურად თანამშრომლობს, ჟოზეპ მარია ბართომეუს მოწინააღმდეგეების რეპუტაციის შელახვას ცდილობდა. რა თქმა უნდა, “ბარსა” ამ ინფორმაციას უარყოფს. 

როურესთან ერთად კამპანიის სამიზნე “ბლაუგრანას” ფეხბურთელები, მათ შორის ლიონელ მესი და ჟერარ პიკე, ასევე ჩავი ერნანდესი, პეპ გვარდიოლა და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიქტორ ფონტი იყვნენ. 

“როგორც “ბარსელონას” წევრი, ნაწყენი ვარ, რომ ამ კლუბში ასეთი რამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ ანგარიშების უკან ნამდვილად დგანან. რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლებრივ დავას დავიწყებთ და გამოძიებას მოვითხოვთ. 

ნანახი მაქვს დოკუმენტაცია, რომელიც ამ ყველაფერს ამტკიცებს. კლუბმა არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა ხალხს და ცრუ ინფორმაციები გაავრცელა, არამედ დიდი თანხაც გაფლანგა – საუბარი მილიონ ევროზეა”. – ციტირებს როურესის სიტყვებს Marca. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • barcelonafanlasha
    schedule 19 თებ 2020, 13:07
    #5

    ციტატა: Giorgi99
    პერესის აგენტია ბართლომეუ 100%. ბარსას აკადემია გაანადგურა. უაზრო ტრანსფერებით გუნდი დააქცია. გუნდში ნაგავი მწვრთნელი მოიყვანა, რომელმაც გუნდი დააჩლუნგა. დედაბუდიანად ცდილობს საშუალო დონის გუნდად აქციოს ბარსა.


    რამხელა გამისწორდა რომ ვნახე ადამიანი რომელიც ჩემსავით ფიქრობს მეც ეგ მგონია და დარწმუნებულიც ვარ

  • Giorgi99
    schedule 19 თებ 2020, 01:36
    #4

    პერესის აგენტია ბართლომეუ 100%. ბარსას აკადემია გაანადგურა. უაზრო ტრანსფერებით გუნდი დააქცია. გუნდში ნაგავი მწვრთნელი მოიყვანა, რომელმაც გუნდი დააჩლუნგა. დედაბუდიანად ცდილობს საშუალო დონის გუნდად აქციოს ბარსა.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 18 თებ 2020, 23:42
    #3

    ახლა მაინც თუ გამოფხიზლდით კარგია.

  • me da barca
    schedule 18 თებ 2020, 22:56
    #2

    მერე გამოიყენეთ ეს სიტუაცია და მოაშორეთ ეს ნაგავი კაცი ბარსას.
    როსელის გზას ადგას ეს ნაგავი აფერისტი.

  • M10 S9 D11
    schedule 18 თებ 2020, 21:41
    #1

    მე არ ვიცი არის თუ არა ეს სიმართლე მარა ერთი ის ვიცი რო ბართომეუმ სასწრაფოდ უნდა დატოვოს პოსტი