workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანჩელოტი: “ბარსას” არავინ ეხმარება”

ანჩელოტი: “ბარსას” არავინ ეხმარება”

ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, არ სჯერა, რომ “უეფა” გადაწყვეტილებებს კატალონიის “ბარსელონას” სასარგებლოდ იღებს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

იტალიელმა სპეციალისტმა არ მოუწონა ჟოზე მოურინიოს სიტყები, რომელიც მან პრეს–კონფერენციაზე განაცხადა. “ელ კლასიკოს” შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით იმართებოდა, მოურინიომ ღიად დაადანაშაულა “უეფა” და ვოფლგანგ შტარკი “ბარსელონას” დახმარებაში. ამ ყველაფერში გარია სქველმოქმედო ფონდი “იუნისეფი” და ესპანეთს ფეხბურთის ფედერაცია. პეპეს გაძევებას ანჩელოტი სამართლიანად მიიჩნევს.

 

“მე არ ვფიქრობ, რომ “ბარსას” ვინმე ეხმარება, ან რა საჭიროა ასეთი კლუბის დახმარება. ეს ფეხბურთია და ნებისმიერმა შეიძლება დაუშვას შეცდომა: მსაჯმა, ფეხბურთელმა, მწვრთნელმა, მაგრამ აქ არაფერი უკანონო არ არის”. დაასრულა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც სრულად ეთანხმება არსენ ვენგერს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward