ლეო მესი ნამდვილად გამოტოვებს ლა ლიგის უახლოეს მატჩს. ”ბარსა” შაბათს სან სებასტიანში ”სოსიედადს” უპირისპირდება.
არგენტინელმ თავდამხმელმა ტრავმა მადრიდის ”რეალთან” გუშინ გამართულ მატჩში მიიღო და იძულებული იქნება დაისვენოს ლა ლიგის 34-ე ტურში. ”ანოეტეს” სტადიონზე ”რეალ სოსიედადი” ”ბარსელონას” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
მესის კუნთი მცირედ აქვს დაჭიმული. ის მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, განმეორებით მატჩში ”ნოუ კამპზე” თამაშს, რა თქმა უნდა თუ პეპ გვარდიოლა ამას საჭიროდ ჩათვლის.



