მუსა ვაგე “ტორინოში” გადასვლასთან ახლოსაა

მუსა ვაგე “ტორინოში” გადასვლასთან ახლოსაა

“ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის რთული მისახვედრი არა, რომ კატალონიელთა მარჯვენა მცველს, მუსა ვაგეს, კიკე სეტიენის გუნდში მომავალი არ აქვს.

21 წლის ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო არც ერნესტო ვალვერდეს დროს ეცემოდა, მაგრამ “იბიცასთან” გამართული სათასო დაპირისპირების განაცხადს მიღმა დარჩენა ნიშნავს, რომ სეტიენი მას სათადარიგო ვარიანტადაც კი არ განიხილავს.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დიდი ალბათობით, ის, სეზონის ბოლომდე, იჯარით, იტალიურ “ტორინოში” ითამაშებს.

მუსა ვაგე, რომელმაც სენეგალის ნაკრებში 18 თამაშის ჩატარება და მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანაც კი მოასწრო, “ბარსელონას” 2018 წელს, ბელგიური “ეიპენიდან” შუერთდა, კატალონიელთა პირველ გუნდში კი გასულ ზაფხულში დაწინაურდა. მან “ბარსა ბ”-ში 20, ხოლო პირველ გუნდში 3 თამაში ჩაატარა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    25 იან 2020, 17:20

    კოუტო მოყავთ ძაან მაგარი ბიჭია ამისთვისაც უკეთესია თუ წავა

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    25 იან 2020, 12:29

    მოიყვანეს უკვე 17 წლის ბრაზილიელი მარჯვენა ფლანგზე,მომავალი ალვესია და იმედია გაამართლებს იმედებს heart_eyes .

  • BEQA BARCA
    25 იან 2020, 12:05

    არ უნდა გავყიდოთ იჯატა კაი იქნება.მარა ტორინოში არაა.