workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” სამიზნე “ლაიპციგში” გადადის

“ბარსას” სამიზნე “ლაიპციგში” გადადის

ზაგრების “დინამოს” ესპანელი ლიდერი დანი ოლმო გერმანულ “ლაიპციგში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ამ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო და ხორვატული Sportske Novosti ავრცელებენ.

ოლმო, რომელიც “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, კატალონიური გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო და “ბლაუგრანაში” დაბრუნების სურვილს თავად 21 წლის შემტევიც გამოთქვამდა. თუმცა, ლუის სუარესის ტრავმამ “ბარსას” გეგმები შეცვალა და ახლა კლუბი იძულებულია ცენტრფორვარდის დამატებაზე იზრუნოს.

ოლმოს, აქამდე, “მილანს” უკავშირებდნენ, მაგრამ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ახლა ის “ლაიპციგში” გადასვლასთანაა ძალიან ახლოს. გერმანელები მასში 28 მილიონ ევროს გადაიხდიან, ბონუსების სახით კი 11 მილიონი იქნება გათვალისწინებული.

ხორვატული Sportske Novosti-ს ინფორმაციით, ოლმომ “დინამოს” ბაზა უკვე დატოვა და ის გერმანიაში დღეს საღამოს გაემგზავრება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • katalomia
    schedule 24 იან 2020, 00:52
    #6

    ციტატა: MALUMA
    როდრიგოს აგენტი ბარსელონაში ყოფილა იმედია ყიდვით თუ არა იჯარით მაინც აიყვანენ ელ პისტოლეტოს დაბრუნებამდე გაგვაძლიერებს!

    მაგიt გადზლიერებული გუნდის დედა კი ვატირე.

  • sandro89
    schedule 23 იან 2020, 18:09
    #5

    აუ გასწორეთ ეგ მიზანი და ვინც საჭიროა ის მოიყვანეთ

  • M10 S9 D11
    schedule 23 იან 2020, 17:44
    #4

    აუ ვერნერი მოიყვენეთ რაა უმაგრესი ბიჭიაგოლებიც ბლომად გააქვს და ტექნიკურიცაა ზუსტად ეგეთი მოძრავი ცემტრი გვჭირდება

  • Visca el barca
    schedule 23 იან 2020, 17:36
    #3

    ციტატა: ferreira10

    ციტატა: Visca el barca
    Обамеянг готов перейти в «Барсу» и одобрил переговоры с «Арсеналом»
    Источник — Mundo Deportivo


    არსებული ვარინტებიდა ყველაზე ნაღდი ეს არის.


    ნუ ხო, მეტიც, 30 წლისაა მარა არ ეტყობა ასაკი ვაფშ, დარბის ბევრს და იტანს ბლომად.

  • ferreira10
    schedule 23 იან 2020, 17:26
    #2

    ციტატა: Visca el barca
    Обамеянг готов перейти в «Барсу» и одобрил переговоры с «Арсеналом»
    Источник — Mundo Deportivo


    არსებული ვარინტებიდა ყველაზე ნაღდი ეს არის.

  • Visca el barca
    schedule 23 იან 2020, 17:21
    #1

    Обамеянг готов перейти в «Барсу» и одобрил переговоры с «Арсеналом»
    Источник — Mundo Deportivo