“ბარსელონას” განრიგი  ჩემპიონთა ლიგამდე

“ბარსელონას” განრიგი ჩემპიონთა ლიგამდე

ჩემპიონთა ლიგა ოფიციალურად 18 თებერვლიდან განახლდება, “ბარსელონა” კი ფლეი ოფის პირველ შეხვედრას 25 თებერვალს იტალიაში, “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართავს. მანამდე “ბლაუგრანას” 6 თამაშის ჩატარება მოუწევს.

“ბარსელონა” 22 თებერვალს “იბიცას” დაუპირისპირდება. თუკი გუნდი კუნძულელთა ბარიერის გადალახავს და ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს, სავარაუდოდ, კიდევ სამ შეხვედრას ჩაატარებს. ესპანეთის თასის მატჩები შუა კვირაში გაიმართება.

გუნდს დასვენების დრო არ აქვს და კიკე სეტიენს სეზონის ბოლოს სასურველი შედეგის მისაღწევად ვარჯიშების ინტენსიურად ჩატარება მოუწევს.

  • 22.01 – “იბიცა” (გასვლა) ესპანეთის თასი
  • 25.01 “ვალნესია” (გასვლა) ლა ლიგა
  • 29.01 – ესპანეთის თასის 1/16-ფინალი სავარაუდო
  • 02.02.- “ლევანტე” (სახლი) ლა ლიგა
  • 05.02- ესპანეთის თასის 1/4 ფინალი სავარაუდო
  • 09.02- “ბეტისი” (გასვლა) ლა ლიგა
  • 12.02 – ესპანეთის თასის 1/2 ფინალი, პირველი თამაში სავარაუდო
  • 16.02- “ხეტაფე” (სახლი) ლა ლიგა
  • 23.02 “ეიბარი” (სახლი) ლა ლიგა
  • 25.02- “ნაპოლი” (გასვლა) ჩემპიონთა ლიგა
pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • BEQA BARCA
    schedule 20 იან 2020, 20:52

    ლა ლიგაზე და ჩ. ლიგაზე პირველი შემადგენლობა უნდა გვყავდეს დანარჩენზე მეორეც წავა.

  • me da barca
    schedule 20 იან 2020, 19:34

    ჩ.ლიგაზე ჩვენს მეტოქესაც ახალი მწვრთნელი ყავს და ბარსასაც. გატუზო-სეტიენის ჭიდილი იქნება.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 20 იან 2020, 19:12

    არც ისეთი რთული კალენდარია, თასზე მეორე შემადგენლობა უნდა გაიყვანოს.

  • Alien 👽
    schedule 20 იან 2020, 18:46

    ძალიან გადაიტვირთება გუნდი ბევრი თამაში მოუწევს ლიგამდე, მაგრამ თასებზე გადახალისებები უნდა მოხდეს გუნდის და ლიგას სრულიად მზად შევხვდებით

  • M10 S9 D11
    schedule 20 იან 2020, 18:09

    ლიგამდე სერიოზულად უნდა მოვიხოდოთ