workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი მადრიდშია

გუნდი მადრიდშია

20 წუთიანი დაგვიანების შემდეგ ს/კ ”ბარსელონას” თვითმფრინავი მადრიდის აეროპორტში დაეშვა. დაგვიანების მიზეზი გახდა ის, რომ თვითმფრინავმა ბარსელონას ”ელ პრატის” აეროპორტიდან აფრენა დააყოვნა.

”ბარსელონას” დელეგაცია შედგება 20 ფეხბურთელისგან, სამწვრთნელო და ტექნიკური შტაბისა და მენეჯმენტისაგან. ფინალისგან განსხვავებით, ამჯერად პეპ გვარდიოლამ არ წაიყვანა ტრავმირებული ფეხბურთელები (აბიდალი, ბოიანი, მაქსველი, ადრიანო). აეროპორტიდან ფეხბურთელები ავტობუსით პირდაპირ სასტუმროში გაემგზავრნენ. წინა ვიზიტისგან განსხვავებით გუნდი სხვა სასტუმროში დაბინავდა. მოგვიანებით ფეხბურთელები ისაუზმებენ და სავარჯიშოთ ”ბერნაბეუსკენ” აიღებენ გეზს. მასკერანო და გვარდიოლა პრესის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი მადრიდის ”რეალსა” და კატალონიის ”ბარსელონას” შორის ხვალ, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება, თბილისის დროით 22:45 საათზე. შეხვედრა ჩატარდება ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალის ფარგლებში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში