ესპანეთის თასზე “ბარსელონას” პირველი მეტოქე ხვალ გაირკვევა

ესპანეთის თასზე “ბარსელონას” პირველი მეტოქე ხვალ გაირკვევა

ხვალ გასამართ ესპანეთის თასის წილისყრაზე ამ ტურნირის 1/16-ფინალში “ბარსელონას” მეტოქე გამოვლინდება.

ცნობილია ის 8 გუნდი, რომლებიც “ბარსელონას” პოტენციური მეტოქეები არიან – “ბადალონა”, “ბადახოსი”, “კულტურალ ლეონესა”, “ებრო”, “იბისა”, “რეკრეატივო”, “ლოგრონიესი” და “სალამანკა.”

ახალი ფორმატის მიხედვით, 1/2-ფინალამდე ყველა დაპირისპირება ერთმატჩიანია, რომელიც ქვედა ლიგაში მოთამაშე გუნდის სტადიონზე იმართება. ეს ნიშნავს, რომ “ბარსელონა” ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გუნდთან სტუმრად ერთ შეხვედრას გამართავს.

“ბარსელონასთვის” ყველაზე კარგი ვარიანტი “ბადალონაა”, რომლის სტადიონიც “კამპ ნოუდან” მხოლოდ 18 კილომეტრითაა დაშორებული.

ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალის თამაშები 21-23 იანვარს გაიმართება.

წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 13 იან 2020, 20:36

    ლიგაზე იმედი არ მაქვს და ლა ლიგა და კოპა მაინც მოვიგოთ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 13 იან 2020, 20:25

    რეზერვით უნდა ითამაშოს სათასოს ყველა ეტაპზე, ლალიგაა პრიორიტეტი.

  • El pistolero 9
    schedule 13 იან 2020, 20:13

    ნეტუ
    ვაგე არაუხო ლენგლე ფირპო
    მორიბა ვიდალი პუჩი
    პერესი გრიზმანი ფატი.
    გაყარეთ ახალგაზრდები

  • სპარტაკი
    schedule 13 იან 2020, 19:52

    Mokled barselonashi visi valverde vis bartomeoshia ver gaigeb

  • nikusha
    schedule 13 იან 2020, 19:51

    "კადისი", "ლას პალმასი", "ფუენლაბრადა", "ალბასეტე", "პონფერადინა", "უესკა". ესენიც არიან სიაში ისე

  • NS50
    schedule 13 იან 2020, 19:44

    სხდომა კიდევ გრძელდება აბიდალი და პლანესი შეუერთდნენო და ვნახოთ აბა ჯერ ბოლომდე არაფერი დასრულებულა