,,ბარსელონას” საპატიო პრეზიდენტმა, იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ გუნდის წარმატება ფეხბურთელების უდიდესი შრომის დამსახურებაა.ის თავის საგაზეთო ბლოგში იტყობინება, რომ ერთხელ წარმატების მიღწევა გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი განმეორება. ჰოლანდიელი იხსენებს, რომ მიუხედავად კატალონიელთა მიერ განცდილი მარცხისა ,,სევილიასა” და “ინტერის’ წინააღმდეგ’, მისი გუნდი არასდროს ყრიდა ფარ–ხმალს და წარმატებისკენ მუდამ თავდაუზოგავად ილტვოდა.
მთელი ფილოსოფია გუნდის წარმატებისა, მდგომარეობს იმაში, რომ გუნდი დაკომპლექტებული არის უმაღლესი სპეციალისტებით, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ.სწორედ ამან განაპირობა უკანასკნელ ხანებში გუნდის წარმატება. ფეხბურთელები, რომლებიც ფანტასტიურად თამაშობენ სტადიონზე, ისინი ასევე გრძნობენ თავს სახლშიც.
კრუიფმა აგრეთვე შეაქო გუნდის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია და ის მუდამ უსმენს თავის თანაშემწეებს, რაც უშუალოდ ისახება გუნდის წარმატებაზე. მფრინავი ჰოლანდიელი მიმართავს მადრიდელებს: ,, უკანასკნელად როდის გყავდათ 7 წლის მანძილზე ორი მწვრთნელი?” მისი თქმით ”რეალმა” მწვრთნელთა აღლუმი ჩაატარა ( გაათავისუფლა რა 9 მწვრთნელი დაკავებული თანამდებობიდან). კრუიფი მოუწოდებს მადრიდელებს გუნდში პროფესიონალების მიწვევისკენ.
წყარო: sport.es