კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი, იოჰან კრუიფი, პეპ გვარდიოლას ურჩევს, რომ იგნორირება გაუკეთოს მსაჯობის თემასა და გაზონის მდგომარეობას “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრის წინ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამომცემა “მარკა”.
როგორც იცით, პეპ გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯოზე მოურინიო ძალიან ბედნიერი იქნებოდა, თუკი პორტუგალიელი არბიტრი განსჯიდა “ელ კლასიკოს”. მაგრამ “უეფამ” მსაჯობა პედრო პროენსას მაგივრად, მიანდო გერმანელ ვოლფგანგ შტარკს.
“ყველაზე კარგი ის იქნება, რომ პეპმა გუნდზე იფიქროს და იგნორირება გაუკეთოს მსაჯობის თემასა და გაზონის მდგომარეობას “ბერნაბეუზე”. არ ღირს, რომ “ბარსელონა” ჩაერთოსდიალექტურ კამათში, რაგანაც ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად დამარცხდებიან. გვარდიოლასთვის უკეთესია თავი აარიდოს ამას და გუნდი უფრო გააძლიეროს”. დაასრულა იოჰან კრუიფმა.



