კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა იმედოვნებს, რომ მისი კლუბი დაამარცხებს მადრიდის “რეალს” და გავა ჩემპიონთა ლიგის დასკვნით, საფინალო ნაწილში, რომელიც ლონდონში, კერძოდ “უემბლის” სტადიონზე უნდა გაიმართოს.
“მე არ ვოცნებობ ლეგენდარული გოლების გატანაზე. ჩემი მთავარი ოცნებაა მოვხვდე “უემბლიზე”. სულ არ მაღელვებს და არ მაინტერესებს ვითამაშებ ან გავიტან თუ არა, მთავარია “ბარსელონა” გავიდეს საფინალო შეხვედრაში. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი ახლა მხოლოდ ამაზე ფიქრობს. აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და დავამარცხოთ “რეალი”. უკვე ვიცით, თუ რა ახლოს ვართ მიზანთან და თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ, მიზნის მისაღწევად.” –განაცხადა ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ პირველი 1/2 ფინალური მატჩი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის ოთხშაბათს, 27 აპრილს, თბილისის დროით 22:45 სთ–ზე დაიწყება. რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, ეს 3 მაისს მოხდება.



