“ბარსელონას” ოფიციალური განცხადება გულშემატკივრების უღირს საქციელზე

“ბარსელონას” ოფიციალური განცხადება გულშემატკივრების უღირს საქციელზე

“ბარსელონასა” და “ესპანიოლის” სარეზერვო გუნდებს შორის მასპინძელი გუნდის გულშემატკივრების უღირს საქციელს “ბლაუგრანა” ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

4 იანვარს, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე გამართული მატჩის დროს, “ბარსელონას” გულშემატკივრების ნაწილი “ესპანიოლის” გარდაცვლილი ფეხბურთელის, დანი ხარკეს შესახებ ირონიული სიმღერებითა და ნაცისტური შეძახილებით გამოირჩეოდა.

გთავაზობთ მომხდართან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ოფიციალურ განცხადებას:

“გასულ შაბათს, “ბარსელონა ბ”-სა და “ესპანიოლ ბ”-ს შორის იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის დროს, გულშემატკივრების მცირე ნაწილი “ბარსელონასთვის” მიუღებელი შეძახილებითა სიმღერებით გამოირჩეოდა. მომხდართან დაკავშირებით ვაცხადებთ:

1) როგორც კი მიუღებელი ქმედება დაფიქსირდა, დაცვის სამსახურის წარმომადგენლები დამრღვევ 20-25 პირდთან მივიდნენ და რამდენიმე წუთში, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, სტადიონიდან გაიყვანეს, რაც მატჩის არბიტრის მოხსენებაშიც დაფიქსირდა.

2) კლუბმა გადაწყვიტა, პოლიციასთან ერთად, იზრუნოს ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირებაზე და იმაზე, რომ მათ “ბარსელონას” საკუთრებაში არსებულ არცერთ სივრცეში შესვლის უფლება აღარ ჰქონდეთ. საჩივარი შეივსება პროკურორთან ერთად და ანტიძალადობრივი კომისია საქმის კურსში იქნება ჩაყენებული. იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევები კლუბის წევრები აღმოჩნდებიან, საჩივარი დაფიქსირება კლუბის სადისციპლინო კომიტეტშიც.

3) კლუბი ბოლომდე რჩება ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციად, საჯაროდ გმობს მსგავს ფაქტებს და წუხილს გამოთქვამს იმ ზიანის გამო, რომელიც, შესაძლოა, ვინმეს მიადგა.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • Ramaz
    09 იან 2020, 01:05

    Eseti nagavi rogor unda iyo kaci da 20-25 magavi.

  • M10 S9 D11
    07 იან 2020, 22:40

    უნდა აიკრძალოს ფეხბურთში ეს ულტრასული სიქიმოროებები

  • nikusha
    07 იან 2020, 22:30

    კომენტარების ლაიქების რაოდენობა 200-ს გადააჭარბა თქვენი წყალობით, გმადლობთ

  • Andres_Iniesta
    07 იან 2020, 21:22

    სამწუხაროა როა ეგეთი ულტრა რადიკალები არსებობენ…

  • azulgerana
    07 იან 2020, 20:45

    Rogor sheidzleba eseti agresia stadionze metis Ravi ar aaqvt da clubit sargebloben. Virtxebi arian da pirdapir mtrebi barselonasi imitom rom ician Ami's gamo clubs sjian da mainc igives aketeben imedia dasjian.

  • Magician
    07 იან 2020, 18:02

    ძალიან სწორი მიდგომა და დროული რეაგირება!