ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. “მილანმა” “ბარსელონასა” და ფეხბურთელის წარმომადგენლებს 48 საათი მისცა იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.
ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, რომელიც კატალონიურ გუნდში გასულ წელს ჩაირიცხა, შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა, რადგან მის პოზიციაზე ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე და სამუელ უმტიტი თამაშობენ. სათამაშო პრაქტიკის მიღების პერსპექტივა საერთოდ არ ჩანს და ამის გათვალისწინებით, “მილანში” გადასვლა 20 წლის ფეხბურთელისთვის საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
“მილანში” არ სურთ, რომ ტრანსფერი გაჭიანურდეს და მთელი იანვრის განმავლობაში სხვა კლუბებთან კონკურენციის გაწევა დასჭირდეთ და ესპანურ მხარეს ამიტომ აჩქარებენ. იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” ტოდიბოს ორ დღეში გაშვებისგან თავს შეიკავებს, “როსონერი” ცენტრალური მცველის ძებნას სხვაგან გააგრძელებს.
ეგრე არ ათამაშებს მილანი. უნდა გაყიდონ და 5 მილიონით მეტად უნდა დაიბრუნონ
იჯარით გაუშვან ყიდვის უფლების გარეშე.
ბარსაში უნდა დარჩეს ტოდიბო!
ისეთი სათაური აქვს, მეგონა 48 საათის მერე აგვაფეთქებდა და ან რაღაც მაგდაგვარი.
არსად არ უნდა გავუშვათ ტოდიბო
ხენგლე და ხეიბარტიტი არიან თურმე კონკურენტები, მიეცი სათამაშო პრაქტიკა და ლენგლეს უკან გამოისვავს