Forbes: ანსუ ფატის შანსი აქვს მესი და რონალდუ შეცვალოს

Forbes: ანსუ ფატის შანსი აქვს მესი და რონალდუ შეცვალოს

ავტორიტეტულმა გამოცემა Forbes-მა ის ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც შანსი აქვთ, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის წოდება მოიპოვონ.

კანდიდატთან შორის მოხვდა “ბარსელონას” 17 წლის ვარსკვლავი ანსუ ფატი, რომელსაც Forbes ასე ახასიათებს: “ფატი ოქტომბერში 17 წლის გახდა და მან მოლოდინებს უკვე გადააჭარბა. ის დაუჯერებელ დონეზე თამაშობს. ფატი უკვე კარგად ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და როდესაც მას საჭირო რითმი დაემატება, მეტოქე გუნდის მცველებისთვის ნამდვილად კოშმარად იქცევა.

ფატიმ ახალი კონტრაქტი 2019 წელს გააფორმა და ის “ბარსელონაში” მინიმუმ 2022 წლამდე დარჩება. მისი გამოსასყიდი თანხა 190 მილიონი ევროა, მომდევნო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი 450 მილიონამდე გაიზრდება.”

Forbes-ის ვერსიით, ანსუ ფატის გარდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვების შანსი შემდეგ ახალგაზრდა მოთამაშეებს აქვთ: ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ედუარდო კამავინგა (რენი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), როდრიგო (რეალი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი).

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • levanoza
    06 იან 2020, 18:49

    კრკტიჩი (ამათში ყველაზე კარგი),კუენკა (შემდეგი გაჩერება კუენკა…),ტელიო (პიტალო),დეულოუფეო (მინდა გავხდე თავდამსხმელი),ჰალილოვიჩი (მამალო, დიდი თმებით),მუნირი (გადადი) 5-6 თამაშის ხალხი იყო და დარჩნენ მასეთად. ამას სხვა მოძრაობა და გამოხედვა აქვს… იმედია კოლექციას არ შეავსებს.

  • davidus2020
    06 იან 2020, 18:31

    გაანებონ ამ ბავშვს თავი, ამდენ ყურადღებას ვერ გაუძლოს შეიძლება,ნიჭიერი ნამდვილად არის,მაგრამ დიდ ფეხბურთელამდე,ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი,მიეც საშუალება წყნარად გაიაროს და თავში არ აუვარდეს,რაც ძალიან ხშირად ხდება ,გაიხსენეთ კრიკიჩი,კუენკა,ტელიო,დელოუფე,ხალილოვიჩი,მუნირი და ა.შ

  • nika 54
    06 იან 2020, 16:56

    ეს არა არის ტალანტი დამიჯერეთ, ეს თუ კარგი ფეხბურთელი დადგება არა როგორც მესი-არამედ როგორც რონალდუ.
    დღეს ყველა აღიარებს მსოფლიოში რო ლეო 90% ტალანტია და დანარჩენი ვარჯიში. იგივე რონალდუ პირიქით მაქსიმუმ 20-25% ტალანტი, დანარჩენი გიჟური ჯანმრთელობა და შრომისმოყვარეობა.
    აი ანსუზე ვიტყოდი 50/50. და დანარჩენი მასზეა.

  • barca`barca
    06 იან 2020, 16:17

    მბაპესადააა;დ

  • M10 S9 D11
    06 იან 2020, 16:01

    მაქამდე ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი

  • Andres_Iniesta
    06 იან 2020, 15:33

    ჟაააო სადაა??

  • Wtf man
    06 იან 2020, 15:19

    მბაპე მოტეხეს?

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    06 იან 2020, 14:58

    ბარსას მომავალი ლიდერია.

  • ROUCH
    06 იან 2020, 14:44

    გვარდიოლას მერე ბ გუნდიდან ვინმე თუ ამოუწევიათ და იმს რამე უქნია, არა და რამდენი კაი ვინმე იყო იქ პეპი რო მოხოდავდა და საკმაოდ კარგადაც გამოიყენებდა, გვარდიოლა არც ბარტრას გაფუჭებდა და ვინ იცის ტოდიბო გაძირითადებული ყოლოდა უკვე