ლეო მესის გოლი ”ოსასუნას” კარში აღმოჩნდა მე-100 ბურთი, რომელიც მიმდინარე სეზონში გაიტანეს კლუბის აღზრდილებმა.
მიმდინარე სეზონში 139 გოლიდან 100 კლუბის აღზრდილების ანგარიშზეა, რაც საერთო გოლების 72%-ს შეადგენს. 37 გოლი კლუბის სხვა ფეხბურთელებმა გაიტანეს. 2 გოლი მოწინააღმდეგემ საკუთარ კარში გაიტანა.
მესის როლი
უდავო ლიდერი ამ მაჩვენებელში ლეო მესია, რომელმაც 50 გოლი გაიტანა. მას შემდეგ მოდის კლუბის აღზრდილი პედრო (20), ინიესტა (8), ბოიანი (6), ჩავი (5), პიკე (3), ბუსკეტსი (1), პუიოლი (1) და ხეფრენი (1). ამას გარდა გოლები გაიტანეს ფილიალის წარმომადგენლებმა: ტიაგო (2), ნოლიტო (1), ვასკესი (1) და ფონტასი (1).
ვილია სხვა სიის სათავაშია
თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ ფეხბურთელების გოლებს, რომლებიც კლუბის აღზრდილები არ არიან, მაშინ დავინახავთ, რომ დავიდ ვილია 25 გოლით საუკეთესოა, მას შემდეგ მოდიან კეიტა (5), ალვეში (4), მაქსველი (1), მილიტო (1), აბიდალი (1), ადრიანო (1), აფელაი (1) და იბრაჰიმოვიჩი (1).
საერთო ჯამში 2010/11 წლის სეზონში გოლი კლუბის 22 ფეხბურთელმა გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლი არ გაუტანია არის ხავიერ მასკერანო.