კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა, განაცხადა, რომ არ ღირს “რეალის” კლასი მხოლოდ იმით განვსაზღვროთ, რომ “ვალენსიას” 3:6 მოიგეს გასვლაზე. ჰოლანდიელის თქმით, “ბარსა” “გალაქტიკოსზე” ძლიერია. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.
“თუ მადრიდელები თვლიან, რომ “ბარსელონაზე” ძლიერებია არიან, ეს მხოლოდ კატალონიელების დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ “ბარსა” ბევრად ძლიერია “რეალზე”, სწორედ ამიტომ 1:0 გამარჯვების შემდეგ, ისინი უფრო ძლიერებად თვლიან თავს. დედაქალაქელები მართლაც ასეთი ძლიერები რომ იყვნენ, ლა ლიგის ცხრილში 8 ქულით უკან არ იქნებოდნენ, ხოლო თუ “რეალი” “ბარსას” სჯობს, მაშინ თასსაც მოურინიო აწევდა და არა გვარდიოლა”.
“ხალხი გაოგნებულია “რეალის” კარგი ასპარეზით “მესტალიაზე”, სადაც “ვალენსია” 3:6 გაანადგურეს, მაგრამ სათამაშო კლასს ეს მატჩი კი არ განსაზღვრავს, არამედ ის 8 ქულა, რომელიც “რეალსა” და “ბარსელონას” შორისაა”. დაასრულა “მფრინავმა ჰოლანდიელმა”.



