კატალონიის “ბარსელონამ” კიდევ ერთი ბრწყინვალე სეზონი შემოგვთავაზა. მათ მოაგროვეს სარეკორდო 99 ქულა და ლა ლიგის თასს დაეუფლნენ. ბუნებრივია, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე არაერთი ფეხბურთლის მომავალს დაუკავშირებენ პრესაში “ბარსელონას”. სესკ ფაბრეგასის და დავიდ ვილიას გადასვლა “ბლაუგრანაში” უფრო და უფრო რეალური ხდება, თუმცა ხოან ლაპორტა სიმშვიდეს ინარჩენებს და აცხადებს, რომ ყველაფერი გვარდიოლას გადასაწყვეტია.
“გუნდში ყველაფერს პეპი წყვეტს. ჩვენ გვჯერა მისი. თუ იგი საჭიროდ ჩათვლის ფეხბურთელების დამატებას, დავიმატებთ კიდეც!”–განაცხადა ლაპორტამ.
მისი თქმით, იგი ამაყობს ფეხბურთელებით და გაოცებულია მწვრთნელის შედეგებით–” მან უკვე ამდენს მიაღწია და წინ კიდევ ბევრი რამ გველის”.
იგი შეეხო გუნდში შესაძლო ცვლილებებსაც. მისი განცხადებით, კულეებს შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან ბოიან კრკიჩი მომავალ წელსაც დაიცავს “ბარსელონას” ღირსებას, რაც შეეხება ტურეს, ამ შემთხვევაში ბოლო სიტყვას გვარდიოლა იტყვის.
“მინდა დავამშვიდო გულშემატკივრები, რადგან ბოიანი შემდეგ სეზონში კვლავ დაიცავს “ბარსას” ღირსებას, რაც შეეხება ტურეს, ყველაფერი მთავარ მწვრთნელზე იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ მის გადაწყვეტილებას ველით!”–განაცხადა ლაპორტამ.
წყარო:http://www.sport.es/