workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უგოლობის გამო შეწყვეტილი სერიალი

უგოლობის გამო შეწყვეტილი სერიალი

24 აპრილის დადგომამდე, ლუის ენრიკეს “ბარსა ბ” “სეგუნდა დივიზიონის” სხვა გუნდებთან 9 მატჩიანი წაუგებელი სერიით ამაყობდა. თუმცა, გუშინ ყველაფერი “რეალ ბეტისის” ფეხბურთელებმა დაასრულეს. ლუის ენრიკეს შეგირდები “სეგუნდას” 35–ე ტურში “რეალ ბეტისთან”, საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ…

ბოლო ხანებია ქართულ ტელესივრცეში ბევრი ახალი არც ისე ხარისხიანი ქართული ტელე–სერიალი გამოჩნდა. ამ არც ისე ხარისხიანი ტელე–სერიალების უმრავლესობამ კი დიდხანს სიცოცხლე ფინანსების არ ქონის გამო ვერ მოახერხა. დიდხანს არსებობა ვერ მოახერხა “ბარსა ბ”–ს წაუგებელმა სერიამაც. უფრო სწორად, რომ ვთქვათ, მეტი დიდხანს ვეღარ მოახერხა, თორემ 9 მატჩის წაუგებლად ჩატარება მარტივი, მითუმეტეს ამ ახალგაზრდებისთვის, ნამდვილად არ გახლავთ.ლუის ენრიკეს გუნდმა კი ეს არა ფინანსების, არამედ გატანილი გოლების უქონლობის გამო ვერ შეძლო.

“სეგუნდა დივიზიონის” პირველადგილოსანთან დუელი “მინი ესტადიზე” გაიმართა, სადაც სეირის საყურებლად 11 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი შეკრებილიყო. ზოგიერთი გუნდის მსგავსად, არც “ბეტისს” და არც “ბარსა ბ”–ს თამაშის ჩაკეტვაზე არც კი უფიქრია. პირიქით, ორივე გუნდი უტევდა და ორივე გუნდი ცდილობდა ბურთის დამორჩილებას. ბურთს ძირითადად მოძრაობა მინდორზე, და არა ჰაერში, უწევდა. 3 ასეთი მოძრაობისას კი მეკარის კარის ბადეც შეწუხდა და გაქანდ–გამოქანდა. გოლის გატანის პირველი შანსები სტუმრებს მეცხრამეტე და ოცდამეოთხე წუთებზე ჰქონდათ, მაგრამ რუბენ კასტრომ და პერეირამ ეს შანსები მინდორს (წყალს) გაატანეს. “ბარსა ბ”–ს მხრიდნ კი ყველაზე რეალურ საგოლე მომენტს 28–ე წუთზე, ჯონათან სორიანომ დაუქნია ხელი და წარსულს მიაბარა. საბოლოოდ ამ შეტევ–შეტევებს და საგოლე მომენტ–მომენტებს 42–ე წუთზე რუბენ კასტროს გოლი მოჰყვა. ტაიმის მიწურულს კი ხორხე მოლინამ, კატალონიელი მცველის დახმარებით, ოიერის კარში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა. პირველი ნახევარი სტუმართა გამარჯვებით, 0–2 დასრულდა.

მეორე ტაიმი “რეალ ბეტისის” აშკარა უპირატესობით გამოირჩეოდა. მართალია ლუის ენრიკემ მეორე ტაიმში ილიეს ნაცვლად მოედანზე ტელიო შემოუშვა და 54–ე წუთზე სორიანოს გოლის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ 65–ე წუთზე, ირინეი სანტოსისთვის ამ ფაქტორებს ხელი არ შეუშლიათ. ოიერის კარი მესამედ და ამჯერად საბოლოოდ შეწუხდა. 11–მა ათასმა გულშემატკივარმა “ბარსა ბ”–ს კარში 3 უპასუხო გოლი იხილა. ალბათ, დასანანია იმ წაუგებელი სერიის შეწყვეტა, თუმცა რას ვიზამთ, მარადული ხომ არაფერია, თვით არც ისე ხარისხიანი ქართული ტელე–სერიალები…

ვიდეომასალა 

[media=http://www.youtube.com/watch?v=xDk3GnmMxsI] 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში