workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
Sport: პსჟ ნეიმარის გარეშე ცხოვრებისთვის ემზადება

Sport: პსჟ ნეიმარის გარეშე ცხოვრებისთვის ემზადება

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენი” ნეიმარს გუნდის მთავარ ვარსკვლავად აღარ განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზელები ბრაზილიელთან გამოსამშვიდობებლად მზად არიან.

წყაროს ცნობით, დროის სვლასთან ერთად, “პარკ დე პრენსის” სიახლოვეს განთავსებულ პსჟ-ს ბანერებზე, მოწინავე პოზიციებზე ნეიმარი კილიან მბაპემ ჩაანაცვლა, ბრაზილიელმა კი უკანა პოზიციაზე, იკარდისთან, დი მარიასთან და კავანისთან ერთად გადაინაცვლა.

გარდა ამისა, პარიზული კლუბის ოფიციალურ მაღაზიებში, მბაპეს მაისურები გაცილებით თვალსაჩინო ადგილასაა განთავსებული, ვიდრე ნეიმარის.

Sport-ის ვარაუდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ფრანგები უნეიმაროდ ცხოვრებისთვის ემზადებიან.

უკვე დიდი ხანია ვრცელდება ცნობები, რომ “ბარსელონას” ნეიმარის დაბრუნება უნდა. ცნობილია ისიც, რომ კატალონიელებს უფლება ექნებათ ბრაზილიელი, ზაფხულში, დაახლოებით 180 მილიონ ევროდ დაიმატონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • gio-rakitich
    schedule 31 დეკ 2019, 09:41
    #21

    180-220 milioni ra raznicaa iseti ver vxvdebi,ra regresic ganicada fexburtelma shesabamisi regresi fasma unda ganicados,nu mtavaria tu martla dainteresdnen,140 milionadac daikerebian