კატალონიურ დერბიმდე 4 დღით ადრე, “ესპანიოლის” მთავარი მწვრთნელი “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი აბელარდო ფერნანდესი გახდა.
“ესპანიოლმა” პაბლო მაჩინი დაკავებული თანამდებობიდან 23 დეკემბერს გაათავისუფლა. ამის მიზეზი ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 2 ქულის აღება და ლა ლიგის ბოლო ადგილზე ყოფნაა.
დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ესპანიოლს” აბელარდო გაწვრთნის, რომელიც “ბარსელონაში” 8 წლის განმავლობაში, 1994-2002 წლებში თამაშობდა.
აბელარდოს დებიუტი 4 იანვარს, სწორედ “ბარსელონას” წინააღმდეგ შედგება.
რავი 4 დღე და 8 დღე ვერ გაურკვევიათ ამ ჩემაალებს
მაგარ კარგ დროს შეგვხვდა ესპანიოლი ისედაც ცუდ დღეშია და ეხლა კიდე ახალი ტრენერი მიიყვანეს ჩემს ფეხებს გადააწყობს გუნდს ბარსასთან თამაშამდე ბოლომდე უნდა გადავუაროთ ბოლომდე მეზიზღება ეს გუნდი
ეს ალავესსაც წვრთნიდა მე მგონი ორი წლის წინ.
დღეს 27 დეკემბერია, თამაში კი 4 იანვარსაა. მე მგონი 4 დღეზე მეტია 4 იანვრამდე. 🤔
ეტყობა ამათი წელთაღრიცხვა ახალი წლიდან იწყება…
უნდა მოვიგოთ აუცილებლად.
გავარდეს ნეტა ეს რეალის ქულების ბეღელი
Ee metki martivad movugebt tko. Edla tavs shegvaklaven
კატალონიურ დერბამდე 4 დღით ადრე.
დღეს 27 დეკემბერია, თამაში კი 4 იანვარსაა. მე მგონი 4 დღეზე მეტია 4 იანვრამდე. 🤔