ვისენტე დელ ბოსკე: ესპანურმა გრანდებმა უნდა მოკეტონ

ვისენტე დელ ბოსკე: ესპანურმა გრანდებმა უნდა მოკეტონ

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთს ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ლა ლიგის მსაჯობაზე კომენტარს აკეთებს.

ესპანეთის ჩემპიონატში მსაჯობა ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო. ეს პრობლემა ვერც VAR-მა მოაგვარა. ლა ლიგის მე-16 ტურში, არბიტრის მიმართ პრეტენზიები “ბარსელონას” გულშემატკივრებს ჰქონდათ, როდესაც “სოსიედადთან” მატჩში (2-2) კატალონიელებს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს. 4 დღეში, “კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკოს” (0-0) შემდეგ, მსაჯობით უკმაყოფილება “რეალმა” ოფიციალური განცხადებით გამოხატა.

ვისენტე დელ ბოსკემ, ამ საკითხზე, თავისი პოზიცია მოკლედ ჩამოაყალიბა. Radio Marca-სთან საუბრისას მან განაცხადა: “ვფიქრობ, რომ ესპანურმა გრანდებმა უნდა მოკეტონ და სხვებს მაგალითი მისცენ.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    26 დეკ 2019, 19:43

    ეე ბაბუუ წადი დაიძინე

  • sandro89
    26 დეკ 2019, 13:05

    მართალია

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    26 დეკ 2019, 12:59

    შენ ვინ გკითხავს??? "ბედი მომეცი და სანაგვეზეო გადამაგდეო" – ამაზეა ნათქვამი, ფაქტობრივად გვარდის მოგებული მსოფლიო და ევროპა მიისაკუთრა!

  • duggu
    26 დეკ 2019, 12:14

    სად ტებასი და სად დელ ბოსკე. სად ბალოტელი და სად კაილი მინოუგი 😂😂😂

  • marco reus 11
    26 დეკ 2019, 12:05

    ტებასი 😀😀