გთავაზობთ გუშინდელი მატჩის “ბარსელონა” 2:0 “ოსასუნა” საინტერესო ფაქტებს.
► ლეო მესიმ 50– ე ბურთი გაიტანა, ეს ესპანეთის მასშტაბით რეკორდია, არგენტინელმა ფერენც პუშკაშის რეკორდი მოხსნა
► დავიდ ვილიამ “ოსასუნას” მე–11 ბურთი გაუტანა
► თასზე და გუშინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დაემთხვა ოთხი ფეხბურთელი ბუსკეტსი, ვილია, მასკერანო, ალვეში. ხოლო შეცვლაზე შემოვიდნენ მესი ჩავი და ინიესტა
► “ბარსელონას” კარს რიკარდო ორჯერ დაემუქრა, მაგრამ ორჯერვე უშედეგოდ
► ხეფრენი ძირითადში აღმოჩნდა, მისთვის ეს პირველი გამოვლინება იყო სასტარტო 11 – ეულში “რუბინთან” მატჩის შემდეგ (2:0)
► ხერარდ პიკე გუშინ მოედანზე არ იყო, ბოლოს ასეთი ფაქტი “არსენალთან” განმეორებითი მატჩში დაფიქსირდა
► წინ კიდევ 5 ტურია, მაქსიმუმ 15 ქულა, ახლა “ბარსელონას” 88 აქვს, კატალონიელებს აქვთ შანსი მოხსნან რეკორდი, რომელიც 99 ქულას უდრის
► ხავიერ მასკერანომ გუშინ ყველაზე მეტი ჩაჭრა გააკეთა – 14



