ანდრეს ინიესტა არგენტინაში, ხავიერ მასკერანოსთან ერთად?..

ანდრეს ინიესტა არგენტინაში, ხავიერ მასკერანოსთან ერთად?..

“ბარსელონას” ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, შესაძლოა, კარიერა არგენტინის ჩემპიონატში, ხავიერ მასკერანოსთან ერთად განაგრძოს.

ინიესტასა და იაპონურ “ვისელ კობეს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2020 წლის ბოლოს გასდის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ფეხბურთელს “ესტუდიანტესი” იწვევს. ეს ინფორმაცია არგენტინელთა პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხუან სებასტიან ვერონმა დაადასტურა.

“დღესდღეობით, ვერ ვიტყვით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ამ საკითხზე საუბრები არის.” – ციტირებს ვერონის სიტყვებს ESPN.

“ესტუდიანტესში” უკვე თამაშობს “ბარსელონას” ლეგენდა, ინიესტას ყოფილი თანაგუნდელი, ხავიერ მასკერანო. გუნდის მწვრთნელი კი ანდრესის კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი გაბრიელ მილიტოა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    25 დეკ 2019, 22:44

    მიდი დონ და ლიბერტატორესის თასიც მოიგე.

  • nika 54
    25 დეკ 2019, 20:57

    ციტატა: 10გიო10
    მგონია რომ ეს ორი მინიმუმ 1-2წელს უმაღლეს დონეს ითამაშებდნენ ბარსაში.ვინ გვყავს ამათზე უკეთესები დღეს


    ისე ერთ ტაიმს თავისუფლად ითამაშებდა უმაღლეს დონეზე და არტური მეტსაც არ თამაშობს.

  • M10 S9 D11
    25 დეკ 2019, 17:14

    წავიდეს სათამაშო ბოლო წლები ერთად გაატარონ დაჟე გაიყოლოს ვილიაც

  • katalomia
    25 დეკ 2019, 15:47

    Inis ar vici (dzalian loialuria) magram maskasgan magari mwvrtneli dadgeba. Iseti ro argentinasac gaachempionworldebs chemi azrit.

  • BEQA BARCA
    25 დეკ 2019, 14:54

    რა ლეგენდები არიან😱😱

  • 10გიო10
    25 დეკ 2019, 14:01

    მგონია რომ ეს ორი მინიმუმ 1-2წელს უმაღლეს დონეს ითამაშებდნენ ბარსაში.ვინ გვყავს ამათზე უკეთესები დღეს

  • duggu
    25 დეკ 2019, 13:55

    ეს 2 რო დაგვიბრუნდა 1 ტაიმს უმაღლეს დონეზე ითამაშებდნენ და საქმეს ნახევრად გაგვიადვილებდნენ…. ეჰ ასაკი ასაკი 😣😣😣