დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ამხანაგური schedule 18:30

ბაზელი

ბაზელი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მალუდა 43'sports_soccer ოლაიგბე 43'sports_soccer
ადეიემი 34'sports_soccer აბდელკარიმი 50'sports_soccer იამალი 81'sports_soccer ბისივუ 89'sports_soccer ბისივუ 90+1'sports_soccer
2019 წელს ყველაზე მეტად “ბარსელონას” ფეხბურთელები გაუფასურდნენ

2019 წელს ყველაზე მეტად “ბარსელონას” ფეხბურთელები გაუფასურდნენ

2019 წელი “ბარსელონასთვის” ტკბილმწარე გამოდგა როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგეს, ლიონელ მესი “ოქროს ბუცის”, FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისა და “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა, გუნდში გამოჩნდნენ მომავლის ვარსკვლავები – ფრენკი დე იონგი და ანსუ ფატი. ამის საპირისპიროდ, “ბლაუგრანა” ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ შერცხვა, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა კი თამაშს აშკარად უკლო.

“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ფილიპე კოუტინიოს, სერხიო ბუსკეტსის, ივან რაკიტიჩისა და სამუელ უმტიტის რეგრესია შესამჩნევი. ბრაზილიელმა შემტევმა “ბლაუგრანაში” აშკარად ვერ გაამართლა და ის “ბაიერნში” იჯარით გაუშვეს; ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ასაკის მატებასთან ერთად, თამაშს უკლო; ხორვატმა შუახაზელმა გუნდის შეუცვლელი წევრის სტატუსი დაკარგა; ფრანგ ცენტრალურ მცველს კი, ტრავმის გამო, დიდი დრო გაუცდა.

Transferkt-მა იმ ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც, 2019 წელს, ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ათეულში ყველაზე მეტი, 4 წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს და საუბარი სწორედ ზემოთ ხსენებულ ოთხ ფეხბურთელზეა.

Transferkt-ის მონაცემებით 2019 წელს ყველაზე მეტად გაუფასურებული ფეხბურთელები:

#
ფეხბურთელი გუდი
ძველი ფასი სხაობა ახალი ფასი
1 ფილიპე კოუტინიო ბარსელონა/ბაიერნი 140.000.000€ -70.000.000€ 70.000.000€
2 მარსელო რეალი 70.000.000€ -50.000.000€ 20.000.000€
3 ივან რაკიტიჩი ბარსელონა 65.000.000€ -40.000.000€ 25.000.000€
4 სერხიო ბუსკეტსი ბარსელონა 75.000.000€ -40.000.000€ 35.000.000€
5 მარკო ასენსიო რეალი 80.000.000€ -40.000.000€ 40.000.000€
6 გარეთ ბეილი რეალი 80.000.000€ -40.000.000€ 40.000.000€
7 ედინსონ კავანი პსჟ 55.000.000€ -30.000.000€ 25.000.000€
8 თომას მიულერი ბაიერნი 60.000.000€ -30.000.000€ 30.000.000€
9 სამუელ უმტიტი ბარსელონა 70.000.000€ -30.000.000€ 40.000.000€
10 ნაბილ ფექირი ბეტისი 70.000.000€ -30.000.000€ 40.000.000€
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 25 დეკ 2019, 01:34

    კოუტინიომ თავის თავს დააბრალოს ბარსაში რო რეგრესი განიცადა უმტიტის ტრამვებმა შეუშალა ხელი და ბუსჯეცი ასაკშია უკვე ნუ რაკიტიჩი 5 სეზონია მძორია

  • Don_Andresito
    schedule 24 დეკ 2019, 22:01

    ციტატა: გიგა 8

    ციტატა: Lasha71
    როგორ ითლიან? ყველაზე მეტად პროცენტულად მარსელო გაუფასურდა


    კოუტინიო არ უყვართ laughing laughing


    არა ჯამში ბარსას ეს 4 ული 170 მილიონით გაუფასურდა. რეალს კიდე ათეულში სულ 3 ყავს. თორე ეგრე რამოსის ფასიც დაეცა, მოდრიჩი საერთოდ ფასით 200 კაცში აღარ შედის ისე გაუფასურდა. ლეოს ფასიც კი დაეცა დაჟე. მესის ფასით გადაუსწრო სტერლინგმა და მანემ. ასაკის თემაა პირველ რიგში. მარა კოუს დემბელეს და მაგათ შემთხვევაში უთამაშებლობა, უმტიტის შემთხვევაშიც ეგ და ტრავმები, ასენსიოც ტრავმის გამო დაეცა ფასით. ზატო ლივერპულის ფეხბურთელებს დაედოთ არარეალურად დიდი ფასები. დანი ალვეში ტრანსფერმარკეტზე 55 ზე ზემოთ არ ასულა. ალექსანდერ არნოლდი კიდე 110 ღირს 😀 ფაბინიო 70, ვან დეიკი 100 და მანე-სალაჰი 150-150. ზედმეტად გადაბერილი ფასებია. დაიყრებიან მალე

  • გიგა 8
    schedule 24 დეკ 2019, 21:51

    ციტატა: Lasha71
    როგორ ითლიან? ყველაზე მეტად პროცენტულად მარსელო გაუფასურდა


    კოუტინიო არ უყვართ laughing laughing

  • me da barca
    schedule 24 დეკ 2019, 21:03

    გაუფასურებამდე ბუსკეტს რა ფასი ქონია. laughing

  • katalomia
    schedule 24 დეკ 2019, 20:38

    Am nabil feqirze werden aq maxsovs, dzaan surdat enaxat bichobas barcashi)

  • Lasha71
    schedule 24 დეკ 2019, 20:13

    როგორ ითლიან? ყველაზე მეტად პროცენტულად მარსელო გაუფასურდა