Marca-ს აზრით, “ბარსელონას” შემტევმა ტრიომ თავისი რიტმი იპოვა.
მიუხედავად სეზონის უღიმღამო დასაწყისისა, მესიმ, სუარესმა და გრიზმანმა შეძლეს შეთამაშებულიყვნენ. “ალავესი” 2019 წელს მათი ბოლო მსხვერპლი იყო, რომელსაც სამივე შემტევმა გოლი გაუტანა. მესის, სუარესსა და გრიზმანს ლა ლიგაში უკვე 30 გოლი დაუგროვდათ, რაც ჩემპიონატში მოასპარეზე 16 გუნდის მაჩვენებელზე მეტია.
საშობაო შესვენების წინ “ბარსელონა” ლა ლიგას 39 ქულით ლიდერობს. ამაში დიდი წვლილი სწორედ შემტევ ტრიოს მიუძღვის. სეზონის დასაწყისის ფონზე რთული იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ ტრიო ასე ეფექტურად ათამაშდებოდა.
სეზონის სტარტზე ლიონელ მესი ტრავმირებული იყო და ბევრი მატჩის გამოტოვება მოუწია. არგენტინელმა დაბრუნების შემდეგ 13 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სათავეშიც მოექცა. ლუის სუარესმა ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი “მალიორკას” წინააღმდეგ ქუსლით გატანილი გოლით დაამახსოვრა. “ალავესთან” მატჩში კი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.
გრიზმანს ლა ლიგაში უკვე 7 გოლი დაუგროვდა. მართალია, ეს საუკეთესო შედეგი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ფრანგი როგორც მთლიან გუნდს, ისე მესისა და სუარესს შეეგუა.
შეეგუა შეიძლება დაწერონ ვალვერდეზე, შეეგუვნენ უკვე ვალვერდესო
გრიზმანის შეგუება სად ნახეს? 7 გოლში? შეგუება თამაშში უნდა ჩანდეს!
პატიმრობაზე უარესია მარცხენა ვინგერობა ცაცია ფორვარდისთვის, მართლაც რო შეეგუა 😀 ისე 7 გოლი ლა ლიგაში ცოტა არაა. არც ვილიას და სუარესს ქონდათ მეტი სტარტშივე. იმედია კოუსავით მერე არ ჩაქიმავს და მოუმატებს კიდე უფრო. მთავარია შესრულება იცის, მომენტების გოლად გარდაქმნა შეუძლია და კარგია რო ვიყიდეთ. გაამრავალფეროვნა შეტევა
ფრანგი როგორც მთლიან გუნდს, ისე მესისა და სუარესს შეეგუა…..ხა ხა ხა მაგრები ხართ, შეეგუა კარგი იყო. შეთამაშდა რო დაგეწერათ ხო არ აჯობებდა?. ისე შეეგუა იმნაირად ჟღერს აი პატიმრობას რო ეგუება კაცი.
მესი-გრიზი-დემბო საუკეთესო ტრიო გახდება.
ესენი მალე სასწაულ ტრიოს შექმნიან და ნახავთ აგერ მალე
კიდე უფრო უნდა მოუმატონ და უფრო შეთამაშდნენ
ადმინ არ გეძინება ხო ჩემსავით? 2:36 ზე რო დებ სტატიას