დღეს, 21 დეკემბერს, “ბარსელონა” 2019 წლის ბოლო შეხვედრას გამართავს.
კატალონიური კლუბის გადაწყვეტილებით, “ალავესთან” მატჩის წინ, 10 წლის წინანდელ უნიკალურ მიღწევას, კალენდარული წლის განმავლობაში ექვსივე ტიტულის მოგებას გაიხსენებენ.
10 წლის წინანდელი გუნდიდან “ბარსელონაში” მესი, პიკე და ბუსკეტსი არიან შემორჩენილნი. მათ გარდა, გულშემატკივრების წინაშე წარდგებიან კარლეს პუიოლი, გაბრიელ მილიტო, სეიდუ კეიტა, ერიკ აბიდალი, ხოსე მანუელ პინტო და ხავი ტორესიც კი, რომელმაც 2008/09 წლების სეზონში მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა.
აყურებინეთ ვალიკოს და აჩკაროკას, როგორ თამაშობდა ის ბარსა და რა დღეშია ეს გუნდი დღეს.
კარგად აყურებინონ ვალვერდეს როგორ უნდა ბარსელონათი თამაში და ტიტულების მოგება ეგება შერცხვეს და თავისი ნებით წავიდეს
ამ ფორმაციის ბარსას უშველეთ,თორე გვარდის გუნდის გასახსენებლად მოგებული ტიტულების გამოფენა არ არის საჭირო!
გვარდის ბარსა ყველას გვახსოვს და გვეხსომება ყოველთვის!!!