”ბარსას” ესპანელ თავდამსხმელს პამპლონური გუნდის კარში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშებში დავიდი ვერ ახერხებს გოლი გატანას მისი წვლილი გვარდიოლას გუნდის წარმატებაში დიდია.
სამეფო თასის ფინალში იმედგაცრუების შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩების წინ ”ბარსა” დღეს ღამით, პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში ”ოსასუნას” უმასპინძლებს. გვარდიოლას შეგირდებმა იციან, რომ ეს თამაში მნიშვნელოვანია ლა ლიგის ტიტულის მოპოვებისთვის. მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ პრიმერა დივიზიონში სახლში გასამრთი ყველა მატჩის მოგების შემთხვევაში ჩემპიონობა მის გუნდს დარჩება. ”ოსასუნა” დავიდ ვილიასთვის მე-4 ყველაზე ”საყვარელი” გუნდია ”სევილიას”, ”ბილბაოს” და ”დეპორტივოს” შემდეგ.
10 გოლი, 10 გამარჯვება
სადებიუტო მატჩი ვილიასთვის ”ოსასუნასთან” 2003/04 სეზონში პამპლონაში შედგა. დავიდმა ამ მატჩში გოლი გაიტანა, რის შედეგადაც მისმა გუნდმა, ”სარაგოსამ” 3 ქულა მოიპოვა. 2003 წლის 21 დეკემბრის შემდეგ ”ელ გუახე” ყოველთვის ნახულობდა გზებს, რათა დაელაშქრა ”ოსასუნას” კარი. მისი გოლები უმეტესწილად ხდებოდა მისი გუნდების გამარჯვების საწინდარი, იქნებოდა ეს ”სარაგოსა” თუ ”ვალენსია”. 15 მატჩში მან 10 გოლი გაიტანა. 9 გოლი მისი გუნდისთვის საბოლოოდ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
უდავო მონაწილე გვარდიოლას გუნდის წარმატების
ვილიას მიმდინარე სეზონში 21 გოლი აქვს გატანილი. ეს ციფრები ემთხვევა შარშან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილი გოლების რაოდენობას. დავიდს 11 თამაშია გოლი არ გაუტანია, მაგრამ სტატისტიკაზე საპასუხოდ სამწვრთნელო შტაბი და თანაგუნდელები არ იღლებიან იმის შეხსენებით, რომ ასტურიელი თავდამსხმელი მოედანზე გუნდს ეხმარება: პრესინგში, ბურთის ართმევაში, შედეგიან გადაცემებში. მისი მოძრაობა ეხმარება გუნდს კოლექტიურ თამაშში, რამაც მისი ადგილი გვარდიოლას გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაამკვიდრა. ვილიამ გამოტოვა პრიმერას ერთი, ჩემპიონთა ლიგის ერთი და სამეფო თასის 4 მატჩი.



