ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველის, კარლეს ალენიას ტრანსფერის თაობაზე “ბარსელონამ” და “ბეტისმა” შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, ალენია უკვე შეხვდა “ბეტისის” მთავარ მწვრთნელს და მზადაა იანვარში სევილიაში გადაბარგდეს. თუმცა, კლუბები მცირე დეტალებზე ვერ თანხმდებიან – “ბარსას” სურს, რომ კარლესი იჯარით გაუშვას და სეზონის დასრულების შემდეგ დაიბრუნოს, ხოლო “ბეტისი” იჯარის დასრულების შემდეგ ესპანელი ფეხბურთელის შეძენის უფლებას ითხოვს.
თუ კლუბები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სავარაუდოდ “ბარსელონას” დათმობებზე წასვლა მოუწევს. ამ შემთხვევაში, კატალონიელები ალენიას გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებენ.




ძალიან კარგი წადი წადი
ეჰ რა კლასნია ტიპი არადა, ნებისმიერ გრანდში გაქაჩავს ჩემიაზრით, ძაან ჭკვიანია და იდეალური დრიბლინგიცააქ..
20 მილიონი დადონ და წაიყვანონ არადა ცუდი იგროკი არ არის მარა თუ დარჩება სკამზე უნდა იჯდეს და ალბათ წავა რა..
ზიდანი ეტყობა ვალენსიასთან ასვენებს კაზემიროს.თორე დღეს არ ათამაშებდა.