workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ინტერვიუ

მესის ინტერვიუ

ლიონელ ანდრეს მესიმ, პოლ კარალპსთან ინტერვიუში, რომელიც ყოველკვირეული ახალი ამბების წამყვანია, ისაუბრა თავის საფეხბურთო მიღწევებზე, ამჟამინდელ მდგომარეობაზე არგენტინის ნაკრებში და თავის მომავალზე.

 

“ბატისტასთანაც ისე ვგრძნობ თავს, როგორც მარადონასთან”  

 

მოგეხსენებათ, ლეოს გოლს, რომელიც მან ხეტაფეს გაუტანა თასზე, ხშირად ადარებენ დიეგო არმანდო მარადონას გოლს, რომელიც 1986 წლის მექსიკის მუნდიალზე შეუგდო ინგლისის ეროვნულ ნაკრებს: “დიეგო უბრალოდ უნიკალურია. არ ვეთანხმები იმას, რომ მარადონას მადარებენ”. მესიმ თქვა, რომ ბატისტასთან თავს ისე გრძნობს, როგორც მარადონასთან: “მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ. დიეგოსთან ძალიან კარგად ვარ, ძალიან გამიხარდა, როდესაც იგი არგენტინის ნაკრებს სათავეში ჩაუდგა. არგენტინის ნაკრების თამაშის სტილი ძალიან ჰგავს “ბარსელონასას”. დღესაც ზუსტად იგივეს აკეთებს ბატისტაც და მე ბედნიერი ვარ”.

 

“მე კოლექტიურ ჯილდოს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ”            

 

კითხვაზე რას გრძნობდა მას შემდეგ, რაც ორჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მან უპასუხა, რომ მთავარი გუნდის ტიტულებია და არა პერსონალური პრიზები: “ჩემი მიზანია წლევანდელ სეზონში: მოვიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და კოპა ამერიკა, ინდივიდუალური პრიზები კი მეორეხარისხოვანია”.

 

ყველაზე დიდი მხარდამჭერი–ოჯახი 

 

მესი ყველაზე დიდ მხარდაჭერას ოჯახისგან გრძნობს. ლეო თქმით, არაფრის არ ეშინია, გარდა იმისა, რომ ოჯახს არაფერი შეემთხვეს. ის ძალიან ზრუნავს ოჯახის წევრებზე. ლეო მესიმ ახსნა, რომ მის ახლობელად ითვლება ყველა ის ადამიანი, რომელიც გვერდში ედგა რთული პერიოდის განმავლობაში და ზრუნავდა მასზე, ხოლო ის ხალხი, რომელიც მხოლოდ ანგარებით უდგას მხარში, მეორეხარისხოვანია მისთვის.

 

“ახლა კი გართობის დროა”        

 

ბოლოს მან გაიხსენა ჰაიტზე მიღებული გამოცდილება. როგორც იცით, იგი “იუნისეფის” ელჩია. ლეოს ვალია დაეხმაროს გაჭირვებულ ბავშვებს, სწორედ ამიტომ მან გაუგზავნა წერილი მათ და უსურვა, რომ ცხოვრებაში იმაზე მეტი მიეღწიათ, ვიდრე მესიმ: “ბავშვებო, ახლა გართობის დროა! იხალისეთ, გაერთეთ. ითამაშეთ ფეხბურთი, ეს ძალიან ბევრ რამეს შეგმატებთ!”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში