პეპ გვარდიოლა თვლის, რომ მატჩი “ოსასუნასთან” არის უმნიშვნელოვანესი და გამარჯვება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ლა ლიგა პეპის აზრით “გვაჩვენებს უფრო მეტს, ვიდრე სხვა ჩემპიონატები”.
მას შემდეგ, რაც დაიწყო 4 მატჩიანი დუელი უშუალო მეტოქესთან, “რეალთან”, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ამ თამაშებთან ერთად, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი არის “ოსასუნასთან” გასამართი შეხვედრა. ამიტომაც მწვრთნელმა განაცხადა, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებდა.
პეპი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ ლა ლიგა ბევრად მეტის მომცემი ტურნირია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა: “მე მესმის, რომ ჩემპიონთა ლიგას უამრავი გულშემატკივარი ყავს, მაგრამ ამ ეტაპზე, ლა ლიგა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა”. მან ასევე გაიხსენა, რომ გუნდს “ბერნაბეუზე” თამაშის შემდეგ, ამხელა ჰანდიკაპი უახლოეს მდევართან არ ჰქონია. ხოსეპის აზრით, სწორედ ლა ლიგაში იზრდება გუნდის დონე, რადგანაც ბევრი სხვადასხვა სტილის მეტოქეს ხვდება და მათგან სწავლობენ.
რევანშში დარწმუნებული
სამეფო თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, გვარდიოლამ თქვა, რომ გუნდის სულიერი მდგომარეობა “დღითიდღე უფრო ძლიერდება და ფეხბურთელებს ემატებათ საკუთარი თავის რწმენა”. მან დაამატა, რომ “გუნდი აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს მეტოქეს, ეს ჩვენი სამუშაო და პასუხისმგებლობაა”. გვარდიოლამ განაცხადა, რომ “სპორტში უფრო ხშირია მარცხი, ვიდრე მოგება, თუმცა ჩემი ბიჭები არასდროს არ ჩაიქნევენ ხელს. გასახდელში ატმოსფერო ყოველ დღე უკეთესდება”.
მოუწოდებს ფანებს მხარდაჭერისკენ
გვარდიოლა უხმობს ფანებს “კამპ ნოუზე” და მოუწოდებს მათ, რომ “სენთ ჟორდის” დღე სტადიონზე დაასრულონ, რადგანაც “ბარსელონას” ურთულესი მატჩი ელის “ოსასუნასთან”. “ლა ლიგაში ასპარეზობა – ეს უკვე მიღწევაა და რადგან ჩვენ 8 ქულით ვუსწრებთ უახლოეს მდევარს, ესე იგი, ეს დავიმსახურეთ”. პეპი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ ფეხბურთელების ფიზიკური კონდოციები ახლოს ნამდვილად არაა იდელურთან, რადგანაც ისინი გადაიღალნენ ბოლო მატჩებში, თუმცა ფანების მხარდაჭერა მათ გააძლიერებს.
საფეხბურთო სტილი
კითხვაზე, უნდა შეიცვალოს თუ არა “ბარსელონამ” სათამაშო სტილი ზოგ თამაშში, პეპმა უპასუხა: “ამის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. მე ეს ფილოსოფია მესმის და სანამ აქ ვარ, მუდამ ასე იქნება. მე იმას არასდროს ვაკეთებ რისიც არ მჯერა”.
მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლამ არ ისრუვა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩზე საუბარი, ერთი რამ ღიად თქვა, რომ “გუნდი იქნება მუდამ შეტევაში და ყველაფერი გააკეთებს გოლების გასატანად”. პეპმა ასევე გაიხსენა მატჩი “მესტალიაზე”: “მართლაც ძალიან სანახაობრივი ფინალი ჩავატარეთ. განსაკუთრებით მეორე ტაიმსა და დამატებით დროში”. გვარიდოლა თვლის, რომ “რეალის” წარმატებული თამაში პირველ ტაიმში არის “ლურჯ–ბროწეულისფერთა” უღიმღამო თამაშის დამსახურება და არა მადრიდელთა კარგი თამაშის.
სახიფათო “ოსასუნა”
დღეს გაიმართება შეხვედრა “კამპ ნოუზე”. ლა ლიგის ეგიდით, “ბარსელონა” უმასპინძლებს “ოსასუნას”. ხსენებულ გუნდს სათავეში ჩაუდგა “ვალიადოლის” ყოფილი მწვრთნელი, რომელზეც პეპმა განაცხადა: “მან გუნდს სპეციფიურობა შემატა, ამიტომაც ძალიან რთულია მათთან თამაში. “ოსასუნა” შეეცხდება იპოვოს ჩვენი სუსტი მხარეები და ეს გამოიყენოს”.
პუიოლი და ვილია
პარასკევს პუიოლი დაკავებული იყო ინდივიდუალური ვარჯიშებით. გვარდიოლამ კი ამასთან დაკავშირებით განაცხადა: “ჯერ არ არის გადაწყვეტილი კაპიტნის თამაში “ოსასუნასთან”, რადგანაც სრული გამოკვლევაა საჭირო. დღის ბოლოს სავარაუდოდ შეგატყობინებთ ამის შესახებ, იქნება თუ არა კარლესი. მან ვარჯიშზე ოდნავ იგრძნო ტკივილები და ამის გამო იგი სავარაუდოდ დაისვენებს”. დავიდ ვილიას შესახებ, რომელსაც ამ ბოლო დროს გოლები ვერ გააქვს, პეპმა მოკლედ განაცხადა: “ის უდავოდ გუნდის ძირითადი ნაწილია, ის გაიტანს”.



