ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: მესი, სუარესი და გრიზმანი “ინტერთან” არ ითამაშებენ

Sport: მესი, სუარესი და გრიზმანი “ინტერთან” არ ითამაშებენ

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდე “ინტერთან” შეხვედრისთვის შემადგენლობის როტაციას გეგმავს. 

მოსალოდნელია, რომ ტერ შტეგენის ნაცვლად კარს ნეტუ დაიცავს, რომელსაც ოფიციალური დებიუტი ექნება. სერჟი რობერტო დაისვენებს, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი მუსა ვაგე ითამაშებს. ცენტრალურ დაცვაში უმტიტი-ტოდიბოს დუეტს ვიხილავთ. 

ნახევარდაცვაში თამაშს არტურო ვიდალი და კარლეს ალენია დაიწყებენ, მესი-სუარესი-გრიზმანის შემტევი ტრიო კი არ ითამაშებს. მათი შემცვლელებიდან ერთ-ერთი კარლეს პერესი უნდა იყოს. 

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა “ინტერსა” და “ბარსელონას” შორის “სან სიროზე” 10 დეკემბრის საღამოს გაიმართება. “ბარსა” ნებისმიერი შედეგით ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა, მილანელებსა და დორტმუნდის “ბორუსიას” კი თანაბარი ქულები აქვთ და მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (24)

  • becool
    schedule 09 დეკ 2019, 16:45

    წინ კლასიკოა,დასვენება კარგია მაგრამ მესის სტატისტიკა რონალდუსთან მიმართებით ჩემპიონთა ლიგაზე გოლების შეყრას საჭიროებს smiley

  • luka kule
    schedule 09 დეკ 2019, 16:37

    სწორი გადაწყვეტილებაა არ გვინდა ტრავმები კლასიკოს წინ თან ვინც გავა მოედანზე დარწმუნებული ვარ ბოლომდე იბრძოლებენ და მარტივად არ მისცემენ ინტერს სამ ქულას

  • akaki
    schedule 09 დეკ 2019, 14:49

    ციტატა: M10 S9 D11
    იმედია ტყუილი ინფოა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ ინტერი ჯგუფიდან რაის მესი სუარესი და გრიზმანი დაისვენებენ


    ხომ ვამბობ ეს კაცი ვერაათქო.რა ტრიო უნდა დაასვენოს?ფუუ შენი ბურატინო.არ ჩაიყვანოს გუნდი ბარემ და ისე ჩაეთვლება მოგება ინტერს

  • gio-rakitich
    schedule 09 დეკ 2019, 14:39

    ცუდი წინათგრძნობა მაქვს,მესი დაასვენეთ კლასიკოს წინ ტრამვების აკიდება იცის ხოლმე და ეხლა ტრამვის აკიდება ასეთ ფორმაში მყოფ მესიზე ყველაზე ცუდი რამე იქნება რაც დაგვემართება