France Football-ის (გამოცემა, რომელსაც “ოქროს ბურთი” ეკუთვნის) მთავარმა რედაქტორმა, პასკალ ფერემ “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის ემოციები აღწერა, როდესაც მან არგენტინელს აცნობა, რომ “ოქროს ბურთი” მოიგო.
პასკალმა ლეოს 15 ნოემბერს დაურეკა, არგენტინისა და ბრაზილიის ამხანაგური მატჩის წინ.
“დიალოგი ძალიან ბუნებრივად წარიმართა. ლეოს ვუთხარი, რომ მინდოდა, მასთან “ოქროს ბურთზე” მესაუბრა, მან კი მიპასუხა: “ჭორები გავიგე.” მე მივუგე: “ეს ჭორი არაა, ოფიციალურად გიცხადებ, რომ “ოქროს ბურთი” მოიგე.”
“შემდეგ, მესიმ კითხვების დასმა დამიწყო: “მართლა? მართლა? მართლა?” მე მას ბევრჯერ გავუმეორე: “კი, კი, კი, შენ გამარჯვებული ხარ.”
“მარტივი მისახვედრი იყო, რომ მას ეს ჯილდო უნდოდა. ის პატარა ბავშვივით იყო, რომელიც მიჩვეულია, რომ ყოველთვის, ერთსა და იმავე დროს, საჩუქარს აძლევენ, ხოლო ერთ დღესაც, როცა მან ეს საჩუქარი ვერ მიიღო, ნერვიულობა დაიწყო.” – ციტირებს პასკალ ფერეს სიტყვებს Sport.




მაგ დროს ტოტალიზატორები და პრესა იხეირებს მაშინ. ანუ წინასწარ ეხლა მსგავსი განწყობა რომ შეექმნათ. ლეომ რომ მოიგო ხო ვიცოდით…და მაგ შემთხვევაში ადგილზე რომ გამოაცხადონ და სიტყვაზე ვირჯილისთვის მიეცათ ხო დარჩებოდა ყველა გაღიმებული… არა იმიტო რო არ ეკუთვნოდა ან სასწაული მოხდებოდა… არა უბრალოდ კოეფიციენტი როთითქმის 1 ის ტოლია მესის მოგებაზე და ბრახ უცებ ვან დეიკი იგებს მოგებაში უფრო ტორალიზატორები წავიდოდნენ.. ასე რომ ყოველ წელს მსგავსს ნიუსებს გაავრცელებდნენ და მოიტყუებოდნენ
ისე მაგრად ტეხავს წინასწარ რო იცი მოიგებ თუ არა. მუღამი მოლოდინშია და იმ წამში როცა გამოაცხადებენ. ეხლა დასტოინად შეხვდა ამ ყველაფერს მესი. 18-ში მესის შემჩერებელი არავინ იქნება. ქვას ქვაზე არ დატოვებს და დაადუღებს მსაჯრიდს 😁😁😁
აი რამდენი წელი არ გავა მარა მაგ სამარცხვინო კარდს ვერავინ წაშლის. იმენა ამაზრზენი ბავშვივით მოიქცა. თან ყველაზე ღადაობა ანჩელოტის და დანარჩენების რეაქცია იყო, ირონიულად რო გადახედეს ერთმანეთს, შიგ ხომ არ აქვსო 😀
უკვე დროა შეყაროს გოლები რომ კიდევ მოიგოს ბუცი
კამერებთან რა დასტოინია ეს ოხერი <3 აბა იმ სიკომ სიიიიიო რო დაიყვირა ორი დღე ყური მტკიოდა