ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალში” შიშობენ, რომ ედენ აზარი “კლასიკოს” გამოტოვებს

“რეალში” შიშობენ, რომ ედენ აზარი “კლასიკოს” გამოტოვებს

მადრიდის “რეალში” შიშობენ, რომ ედენ აზარი “ელ კლასიკოსთვის” მომზადებას ვერ მოასწრებს. Cadena Cope-ზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს. 

ბელგიელმა შემტევმა რვა დღის წინ, “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩში ტრავმა მიიღო და დისკომფორტს ისევ გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა სერიოზული ტრავმა გამორიცხეს, აზარი დახმარების გარეშე სიარულს ვერ ახერხებს. 

ასე რომ, “რეალი” “ბარსელონას” დიდი დანაკლისით შეხვდება. სეზონის პირველი “ელ კლასიკო” “კამპ ნოუზე” 18 დეკემბერს გაიმართება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 05 დეკ 2019, 23:15

    არამგონია რეალმა მაგ სასტავით ითამაშოს:

    კურტუა
    კარვახალი-ვარანე-რამოსი-მენდი
    კროოსი-კაზემირო-მოდრიჩი
    ბეილი-ბენზემა-ისკო

    ამ სასტავს გამოიყვანს უეჭველი.
    ზამენა: არეოლა, ოდრიოზოლა, მილიტაო, ვალვერდე, ვინიციუსი, როდრიგო, იოვიჩი.

    ცვლილებები:
    1) ისკო-ვინიციუსი
    2) ბეილი-როდრიგო
    3) მოდრიჩი-ფედე ვალვერდე

  • bleck
    schedule 05 დეკ 2019, 16:52

    წამყვანმა მადრიდულმა გამოცემებმა AS-მა და Marca-მ „რეალის“ ქომაგებისთვის სამწუხარო სიახლე გაავრცელეს. კოჭის ტრავმის გამო ედენ აზარი „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს.

    18 დეკემბერს გასამართ შეხვედრაში თავდაპირველად აზარის თამაში იგეგმებოდა, რადგან მისი დაბრუნების ვადად ექიმები 10 დღეს ასახელებდნენ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბელგიელი 4-დან 6 კვირამდე გამოტოვებს.

    პოზიტიური არის ის, რომ გუნდს მარსელო უბრუნდება, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

    Marca წერს, რომ ზიდანისთვის გამოსავალი 4-4-2 სქემის გამოყენება იქნება, რომელშიც ფორვარდების როლს ბენზემა და ბეილი მოირგებენ.

    ედენ აზარი „ესპანიოლთან“ (შინ), „ბრიუგესთან“ (სტუმრად), „ვალენსიასთან“ (სტუმრად), „ბარსელონასთან“ (სტუმრად“), „ხეტაფესთან“ (სტუმრად) და „ვალენსიასთან“ ესპანეთის სუპერ თასზე გასამართ ნახევარფინალს გამოტოვებს.

    შეგახსენებთ, რომ აზარმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან შეხვედრაში თანამემამულე ტომას

  • me da barca
    schedule 05 დეკ 2019, 15:55

    აი დარდი.

  • JUZI
    schedule 05 დეკ 2019, 15:38

    ასემც უქნიათ მიყოლია ბენზემაც და რამოსიც, ჩვენ მაგაზე არ ვინერვიულოთ laughing მთავარია კარგი თამაშით მოვიგოთ, ორი ან მეტი გოლით. სულ არ მაინტერესებს ბარსასგან გაფარჩაქებას რას, ან ვის დააბრალებენ. laughing

  • Andres_Iniesta
    schedule 05 დეკ 2019, 15:32

    ციტატა: duggu
    რაც ჩვენთან კოუტინიო იყო ეგაა რეალში მასე 😅😅😅


    კოუ 1 სეზონზე უგიჯესი იყო

  • M10 S9 D11
    schedule 05 დეკ 2019, 14:45

    ძალიან კარგი რაც უფრო მარტივად მოვიგებთ მით უკეთესი

  • duggu
    schedule 05 დეკ 2019, 14:25

    რაც ჩვენთან კოუტინიო იყო ეგაა რეალში მასე 😅😅😅