საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გასამართი ესპანეთის სუპერ თასის სამი მატჩის დაწყების ზუსტი დრო უკვე ცნობილია.
პირველი ნახევარფინალი “ვალენსიასა” და “რეალს” შორის ოთხშაბათს, 8 იანვარს, ესპანეთის დროით 20:00, ხოლო თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება მომდევნო დღეს, იგივე დროს გაიმართება.
ფინალური მატჩის დაწყება 12 იანვარს, თბილისის დროით 22 საათისთვის არის დაგეგმილი.
სუპერ თასის მოქმედი გამარჯვებული “ბარსელონაა”. კატალონიელებს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული.



მოკლედ რეალს მისცეს ერთი დღით მეტი დასასვენებლად ხომ. იმდენი იტირა რამოსმა კლასიკოზე ბარსა მეტს ისვენებსო რო ეტყობა გაითვალისწინეს.
იმედია რეალი დაგვეტაკება ფინალში უნდა გადავკუზოთ
არადა რეალზე გაცილებით რთული თამაშები გვაქვს კლასიკომდე
რატომ არ წუწუნებენ და ტირიან ბარსელონაში? აქაოდა რეალს უფრო მეტი დრო აქვს დასვენებისთვის ფინალამდე.მაგრამ აქ საქმე რაშია იცით?ბარსელონა ღირსეული გუნდია ღირსეული ფეხბურთელებით.რეალი კიდე ვირთხები გუნდი.