workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”რეალი” ფაქტები

“ბარსელონა”–”რეალი” ფაქტები

როგორც იცით, კატალონიის “ბარსელონა” დამარცხდა ფინალურ ორთაბრძოლაში მადრიდის “რეალთან” და სამეფო თასი მადრიდელებმა იგდეს ხელთ. პეპ გვარდიოლასთვის ეს იყო პირველი მარცხი “თეთრებთან” მას შემდეგ, რაც “ბლაუგრანას” ჩაუდგა სათავეში.

 

► გვარდიოლამ მოიგო 1 ჩემპიონთა ლიგის თასი, 1 სამეფო თასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის სუპერ თასი, ორი ესპანეთის სუპერ თასი. წაგების მიუხედავად, 7–დან 6 თასი მაინც მიღწევაა.

 

► ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც გვარდიოლა დამატებით დროში დამარცხდა. მონაკოსა და აბუ დაბიში “ბარსელონა” გამარჯვებული გამოვიდა.

 

► “ბარსამ” ყველა ფინალი მოიგო 15 წლის განმავლობაში, მაგრამ 20 აპრილს პირველად დამარცხდა. ბოლოს ისინი დამარცხდნენ მადრიდის “ატლეტიკოსთან” ფინალში 1995/96 წლებში. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა კვლავ 1:0 წააგეს დამატებით დროში.

 

► “მესტალიაზე” ძალიან დაძაბული მატჩი გაიმართა: კარში დარტყმები ბ – 13, რ – 11; ზუსტი დარტყმები ბ – 3, რ – 5; ჩაწოდებები ბ – 16, რ – 12; დარღვევები ბ – 24, რ – 26.

 

► პასების მხრივ, როგორც ყოველთვის “ბარსელონა” მოწოდების სიმაღლეზეა. 816 ზუსტი პასი “ბარსელონელნთა” შესრულებით, ხოლო 289 ზუსტი პასი მადრიდელთა შესრულებით. “ბლაუგრანას” მხრიდან ყველაზე მეტი პასი გააკეთა ჩავიმ (135 ზუსტი პასი).

 

► ალვეშს 14–ჯერ გასცდნენ, თუმცა მეტოქე 10–ჯერ შეაჩერა.

 

► 2011 წელს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ბარსამ” გოლი ვერ გაიტანა. “კოპა დელ რეიზე” ეს პირველად “ატლეტიკ ბილბაოსთან” მოხდა ( 0:0 ), ხოლო ლა ლიგაში “ჰერკულესთან” მარცხის დროს ( 0:2 ).

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward